კაი ხანია ამ თემის გახსნა მინდოდა , როგორც იქნა თავი მოვაბი.
ახლა ბევრს არ ვილაპარაკებ , უბრალოდ დავდებ ლინკს სადაც არის კარგი რესურსი ადრეული ავანგარდული (რენე კლერის, მარსელ დიუშამის, ლუის ბუნუელის, ფერნარ ლეჯეს, ვიკინ ეგელინგის, დიმიტრი კირსანოვის, ჰანს რიხტერის, სტეინერის, მოჰოლი ნაჯის, მან რეის,ვალტერ რუტმანის, ძიგა ვერტოვის ) ფილმების და უფრო გვიანდელი (60-იანი წლების) ფლუქს ფილმების და ასევე სხვადასხვა ავტორების, იგივე იოკო ონოს ,ლენონის, ჯეკ სმიტის, ანეს ვარდას , კურტ კრენის, ჟან ჟენეს ნამუშევრები, ასევე ორი ფილმი ჟაკ ლაკანზე და ბორხესზე.
http://www.ubu.com/film/გვერდის დასაწყისში არის საინტერესო ლინკები მათაც შეგიძლიათ გადახედოთ.
ეს საიტი არის არა მარტო ფილმებისთვის
http://www.ubu.com/აქ ასევე შეგიძლიათ ნახოთ როლან ბარტის, ჟაკ ლაკანის გერტრუდა სტაინის MP3 ფაილები, ლექციები და ა.შ.
ასევე საკმაოდ შთამბეჭდავი MP3 არქივი
http://www.ubu.com/sound/index.htmlდამავიწყდა ფილმების გადმოწერის ინსტრუქცია..
მიგყავთ მაუსი ლინკებთან , რომლებიც წითლებია და სასურველი ლინკის შერჩევისას მაუსის მარჯვენა წკაპი, მენიუში უთითებთ save target as... -ს ანუ როგორც სქრინშოტშია ნაჩვენები
This post has been edited by ALEXA on 9 Jul 2006, 05:56
მიმაგრებული სურათი