საქართველოში მუსიკალური საკუთრების დაცვა ინოვაციური ტექნოლოგიით იქნება შესაძლებელისულ ცოტა ხნის წინ საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ორგანიზაცია – “საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია” ჩამოყალიბდა. მისი მიზანი საავტორო და მომიჯნავე უფლებების, სხვა მფლობელების უფლებების, შემსრულებლების, ქართველი ავტორებისა და ფონოგრამის მწარმოებლების უფლებების დაცვაა. ორგანიზაციის მართვას სათავეში უდგას და-ძმა: ალექსანდრე და თამარ გვარიშვილები. აღსანიშნავია, რომ მათი ოჯახის მეგობრების წრეში ძალიან ბევრი ხელოვანია. სწორედ მათი სათანადო დაფასება გახდა და-ძმის მიერ ასოციაციის შექმნის ინსპირაცია.
ასოციაციის ამჟამინდელი საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს საქართველოში ინოვაციური ტექნოლოგიის – „Rozum-b2b” ფლეიერის დანერგვა. მასში ჩატვირთულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებული ნაწარმოებები, რომლებზეც ექსკლუზიური უფლება ისეთი ცნობილი ხმისჩამწერი ბრენდებისგან აქვთ, როგორებიცაა: Sony და Warner Music. ეს მოწყობილობა გასართობი სივრცეების მუსიკალურად გაფორმებისთვის გამოიყენება და ამავდროულად აღრიცხავს მსოფლიოს რომელ ნაწილში, რა დროს რა მუსიკა უკრავს. ერთი სიტყვით, ფლეიერი საშუალებას იძლევა, მოხდეს ინტელექტუალური საკუთრების იდენტიფიცირება და შემოქმედი ადამიანის შრომის სათანადოდ, ობიექტურად და მაქსიმალურად სწრაფად ანაზღაურება. ამ ყველაფერზე დასაკვირვებლად კი იქმნება ვებ პლატფორმა Rozum.ge.

“ჩვენ შევთავაზეთ ამ ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოში უკვე არსებულ ასოციაციას, თუმცა, წინააღმდეგობას წავაწყდით. ჩემი შემოქმედებითი სამეგობროდან გამომდინარე, ვიცოდი, რომ მათი შრომა სათანადოდ არ ფასდება. უარის შემდეგ გადავწყვიტეთ, თავად შეგვექმნა ასოციაცია. მისი შექმნიდან მალევე ავტორთა დიდი ნაწილი შემოგვიერთდა და მათი რიცხვი დღითი-დღე უფრო იზრდება.”
გარდა იმისა, რომ ფლეიერით მასში ჩატვირთული სიმღერების პირდაპირი გაჟღერება შეიძლება, მას ასევე აქვს ინტელექტუალური საკუთრების ამომცნობი ფუნქციაც, რაც გამოიხატება იმაში, რომ როდესაც გასართობ სივრცეში ლაივ-შესრულება იქნება, იგი ამ მუსიკას ამოიცნობს. ე.ი იმოქმედებს ისევე, როგორც შაზამი.
M: გარდა იმისა, რომ ფლეიერის მეშვეობით კონკრეტული ავტორების შრომა დაფასდება, კიდევ რა მხრივაა იგი სასარგებლო ამ ხალხისთვის?
კონკრეტულ ქვეყანაში, კონკრეტულ სასტუმროში სპეციფიკური მუსიკა უკრავს. ეს პროგრამა აძლევს იმის საშუალებას ჩვენს ავტორს, მიხვდეს ზუსტად, როგორ მუსიკას მოიხმარს თუნდაც კონკრეტულად სასტუმრო ევროპასა ან აზიაში, ნებისმიერ ადგილას.. შემდეგ შექმნას მსგავსი მუსიკა და გაყიდოს. იმავენაირად იყიდება იქ ქართული მუსიკა, როგორც ადგილობრივი, რადგანაც ყველა მუსიკა ერთ ტექნოლოგიაშია თავმოყრილი. ამდენად, უფრო მარტივად დაინახავს, მის საკუთარ მუსიკაზე რა მოთხოვნაა. აქედან გამომდინარე, სამიზნე ადგილებში კონცერტებიც შეიძლება გამართოს. ერთი სიტყვით, აღნიშნული მოწყობილობის მეშვეობით იგი უფრო მობილიზებული იქნება. და თუკი აქამდე არ ჰქონდათ შესაძლებლობა, სცოდნოდათ, რომელ ქვეყანაში აინტერესებთ მათი შემოქმედება, ახლა ყველაფერ ამის კონტროლი ტელეფონითაც კი შეიძლება.
M: როგორ ფიქრობთ, მომავალში როგორი განვითარება ექნება აღნიშნულ ინოვაციას?
უკვე ვამჩნევთ კარგ გამოხმაურებას როგორც ავტორების, ისე რესტორნების მხრიდან – მათ აკმაყოფილებთ არსებული შეთავაზება, ვფიქრობთ, რომ ეს მოწყობილობა ძალიან პერსპექტიულია და ჩვენს ქვეყანაში დადებით შედეგს გამოიღებს.
M: და ბოლოს, ზოგადად რომ შევეხოთ, რა ეტაპზეა დღეს ასოციაციის საქმიანობა?
ასოციაციის ჩამოყალიბების შემდეგ შეიქმნა rozum-ი. გარდა ამისა, შეიქმნა კიდევ ერთი ხმის ჩამწერი სტუდია, რომელიც სულ მალე ამოქმედდება. გავაკეთეთ კულტურის განვითარების ფონდიც, რომელიც დამწყებ ხელოვანებს დაეხმარება პირველი ნაბიჯების გადადგმაში (გამოფენის გაკეთება, ალბომის გამოშვება, პირველი წიგნის გამოცემა..). შევქმენით ვებ პლატფორმა Allart.ge, რომელიც როგორც მსოფლიო, ისე ქართულ ხელოვნებას მიმოიხილავს. ასევე, ვგეგმავთ, მხოლოდ კულტურის განხრით ტელევიზიის გაკეთებასაც. ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობა არა მხოლოდ ბიზნესი იყოს, არამედ, მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ ქართულ კულტურას.
როგორ ფიქრობთ ეს პროექტი გაამართლებს ?
პ.ს ზოგადად საავტორო უფლებებზე რა აზრის ხართ? სტატია აღებულია :www.marketer.ge-დან