დაიბადა 1694 წელს პარიზში.
ათი წლისა იეზუიტთა სასწავლებელში შეიყვანეს.
ლექსების წერის ნიჭი სასწავლებელშივე გამოავლინა.
სასწავლებლის დასრულების შემდეგ დაუახლოვდა ტამპლის საზოგადოებას.სადაც მან შეითვისა სიყვარული მსუბუქი ,გონებამახვილი საუბრისა და ეპიგრამული პოეზიისადმი.
ვოლტერის ლიტერატურული დებიუტი ნაკლებ ბედნიერი აღმოჩნდა მისთვის.სატირიკული ლექსისთვის ბასტილიაში უკრეს თავი.ციხეში გატარებული თერთმეტი თვე ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობისთვის გამოიყენა.
პოლიტიკურად დევნილი ინგლისში გაემგზავრა.სადაც აღფთოვანდა ინგლისური დემოკრატიით.
ინგლისიდან დაბრუნებულმა ბინა დაიდო სირეში,საფრანგეთისა და ლორენის საზღვარზე.სირეში დაწერილი შრომებიდან მისი გონებრივი ევოლუციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია "ტრაქტატი მეტაფიზიკაზე".
სირეში დაიწერა ვოლტერის ტრაგედია "მაჰმადი",ასევე სატირიკული პოემა ჟანა დ'არკზე.
სირეში ყოფნისას იგი თავისი წარჩინებული მეგობრებისა და საყვარლის (მადამ დიუ შატლეს) შემწეობით მეფის კარს დაუახლოვდა.
იგი საფრანგეთის აკადემიაში ჩარიცხეს,მაგრამ ფეხი ვერ მოიკიდა.
მადამ დიუ შატლეს გარდაცვალების შემდეგ,მან ფრიდრიხ მეორისგან მიიღო შემოთავაზება პოტსდამში დასახლებულიყო.
1760 წელს კი იგი შვეიცარიაში დასახლდა.
ლუი მეთხუთმეტის გარდაცვალების შემდეგ ვოლტერის პარიზში ჩასვლამ სახალხო დღესასწაული გამოიწვია.
1778 წლის 30 მარტს იგი გარდაიცვალა.
მისი ფილოსოფიური მოთხრობებია :"ზადიგი"."კანდიდი" და "ბაბილონის პრინცესა".მათი დახასიათება შემდეგში
This post has been edited by modus on 16 Jul 2006, 15:30