papaani
ძალიან კარგი თემაა
მეც გავაკეთე დაახლოებით ასეთი, ოღონდ მხოლოდ ბუნდესლიგაზე .. ჩემი დათვლილი თითქმის ემთხვევა ამ მონაცემებს, ცოტა ეტყობა დათვლისას შემეშალა
და ძალიან მაინტერესებდა სხვა ქვეყნებში სიტუაცია ამ კუთხით
აი ჩემი დათვლები ბუნდესლიგის წლევანდელ გათამაშებაზე -
გერმანული ფეხბურთის ფანკლუბი (post #23160077)ფაქტია, რომ ბუნდესლიგა წლებია უკვე პირველია ამ კუთხით, თან არამხოლოდ საშუალო მაჩვენებლით, არამედ საერთო დასწრებითაც
რაც იმითააცაა მნიშვნელოვანი, რომ ბუნდესლიგაში 18 გუნდია და ტურში 9 მატჩი ტარდება, სხვა წამყვან ლიგებში კი 20 გუნდია და 10 მატჩი იმართება, და ამის მიუხედავად, მაყურებელთა საერთო რაოდენობითაც ბუნდესლიგაა პირველი , პირველ წრეში სულ 153 თამაშში 6 421 791 მაყურებელი დაესწრო ბუნდესლიგის თამაშებს.
ამის ერთ-ერთი მიზეზი რა თქმა უნდა სტადიონების სიდიდეა, მაგრამ მხოლოდ ამაშიც არაა საქმე, გერმანიაში დიდ და პატარა სტადიონებზეც ძალიან ხშირადაა ანშლაგი, რაც თუნდაც ინგლისში ან მით უმეტეს ესპანეთში და იტალიაში, ნაკლებად გვხვდება
მაგალითად მაინცში, სადაც ყველაზე პატარა სტადიონია, ერთი ტურის გარდა ყოველთვის ანშლაგი იყო, ხოლო გლადბახი, რომელიც საშინელ დღეშია და ბოლო ადგილზეა მე-5 ადგილზეა ბუნდესლიგაში დასწრებით
ასე რომ მხოლოდ სტადიონების სიდიდეზე ამის "დაბრალება" არაა სწორი.
თუმცა რათქმა უნდა ეგეც ერთ-ერთი განმსაზღვრელია, სტადიონების კომფორტულობასთან და ბილეთების შედარებით დაბალ ფასთან (როგორც ვიცი დიდ 4-ეულში ყველაზე დაბალი ფასები ბილეთებზე გერმანიაშია) ერთად
აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ შტუტგარტის და ვერდერის სტადიონებზე მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და მისი ტევადობა გაზაფხულიდან უფრო გაიზრდება, ასევე სანკტ-პაულის სტადიონზეც, ხოლო მაინცი მომავალ წელს ახალ სტადიონზე ითამაშებს, რომელიც არსებული 20 300-სი ნაცვლად 30 000 მაყურებელს დაიტევს