#3509177 · 26 Jul 2006, 20:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთი სათხოვარი მაქვს ყველასთან!
ჩვენი ფორუმი, როგორც მოგეხსენებათ, მარტო თბილისში არ იკითხება! ყველას შეუძლია და თავიის აზრი დაპოსტოს მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში და ამას არავინ არ უნდა შეუშალოს ხელი!
მოდერებს და ფორუმის ადმინისტრაციას მინდა ვთხოვო, კოდორის თემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციული სახის პოსტი წაშალონ (მაგალითად, რომელი დანაყოფი რომელ დღეს შევიდა; ვის რამდენი კაცი ყავს;... მსხვერპლი ვისი მხრიდან რამდენია და ასე შემდეგ...!)
ლანძღეთ ვინც გინდა და რამდენიც გინდა!!!
მაგრამ, მდგომარეობის და ტერიტორიის, რომელზეც ოპერაცია მიმდინარეობს, მნიშვნელობის გამო, თავი შეიკავეთ ინფორმაციული სახის პოსტებიდან!!!
ეს ეხება განსაკუთრებით ჩვენს მოქმედ ყვინჩილა და ტუტუც პოლიტიკოსებს და მათ გოთვერან ოპონენტებს, რომლებიც აქ ხშირად დაძვრებიან და რომლებსაც ენა პირში არ უჩერდებათ და მუდამ ექავებათ!!!
გაიხსენეთ სულ რაღაც რამდენიმე წლის წინანდელი საინფორმაციო ომი, რომელიც ენის, ხახაში დილეტანტურად (ან გამიზნულად) დატრიალების გამო, საქართველომ წააგო და მასთან ერთად ტერიტორიები და უამრავი მებრძოლის სიცოცხლე!!!
დღეს ისეთი ინფორმაციები ჟონავს, რომელთა გაჟონვაც საქართველოს დიდი ხნით გაუგრძელებს სანუკვარ გულისწადილს!!!
აქ ყველა კასტის და მასტის ადამიანი შემოდის... კონკრეტულ (თუნდაც მონაჭორ) "ინფორმაციას" ამ ფორუმზე, საკმაო "ვესი" გააჩნია...
--------------------
under construction
|