მოდერატორს: გასაგებია, რომ თემა ეხება განყოფილებებს "თბილისი" ან "ბიზნესი და ეკონომიკა", მაგრამ ურჩად ვხსნი აქ, ვინაიდან მინდა მაქსიმალურად ბევრი აზრის მოსმენა
ბინის ყიდვა მინდა თბილისში, მაგრამ სრული თანხები საამისოდ არ მაქვს

გამომდინარე აქედან, (და კიდევ იქიდან, რომ 27 წლის წინ აშენებულ შენობაში სამომავლოდ ბინის ყიდვას ბარემ ახალ შენობაში ყიდვა ჯობია) მირჩევნია პირველი გადასახადის შეტანა რომელიმე კომპანიაში, რომელსაც დაწყებული აქვს მშენებლობა და მერე განვადებით გადახდა.
რაც შეეხება კონკრეტულად ცენტრ-პოინტს, თუ იცნობთ ან მასთან ურთიერთობის გამოცდილება გაქვთ, მითხარით:
1) რამდენად სანდოა
2) რამდენად ხარისხიანი მშენებლობაა
3) ნამდვილად უპროცენტოა თუ არა მათი განვადება
4) ... და მოკლედ, ყველაფერი რაც აქტუალურია ამ საკითხთან

გმადლობთ
* * *
პ.ს. "ბევრი ხანია" არ ვარ თბილისში, ამიტომ დაწერეთ თუნდაც წვრილმანები, ჩემთვის მაინც საინტერესო იქნება.
* * *
refresh refresh refresh refresh refresh refresh refresh refresh refresh