გააჩნია რა გინდა რომ გააკეთო, რა გარემოში, როგორი აპარატურით და ასე შემდეგ. რა იქნება შენი მოთხოვნები დაუნთაიმზე და გიღირს მაღალი აპტაიმი და კარგი სპეციალისტები. თუ ელოდები პასუხებს ტიპისას - ლინუქსი ასწორებს, შუშაბანდი ბანძია - არასწორი მიდგომა აგირჩევია. ყველა საოპერაციო სისტემის ვენდორები ცდილობენ მათი სისტემა ყველაზე უსაფრთხო და საიმედო იყოს და არა აქვს მნიშვნელობა ეს მაქროსოფტია, სანია, აიბიემი თუ სხვა

ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული ვინ აყენებს სისტემას, რა მიზნით, როგორ უვლის და ა.შ

მე პირადად მაქვს ლინუქსიც, FreeBSD-ც და შუშაბანდის სერვერები და ვერ ვიტყვი რომ რომელიმე ცუდადაა დაცული ან მათი შემქმნელები ყურადღებას არ აქცევენ უსაფრთხოებას. უბრალოდ ხანდახან "პროფებმა" არ იციან როგორ დააკონფიგურაციონ სისტემა სწორად, არადა საწყენია - ამ მიზნით ხომ უამრავი მასალა და გაიდლაინი არსებობს
This post has been edited by DICOM on 28 Jul 2006, 22:27
Answer to life, the universe and everything...