ძმამ და მისმა ცოლმა გააგდო.
აქედან ასე გრძელდება:
ნაცარქექიამ გუდაში ჩადო სადგისი, ჭყინტი ყველი და გაუდგა გზას. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, წინ მდინარე დახვდა.
მდინარეზე ვერ გადადიოდა და იქვე მჯდარ დევს უთხრა, გადამიყვანეო. დევმა - ვინ ხარ, ვის დაჰკარგვიხარო. როგორ თუ ვინ ვარ, აიღე რიყის ქვა და ვინც წვენი გაადინოს, ის იყოს გამარჯვებულიო. აიღო დევმა ქვა და დაფშვნა. ნაცარქექია მითომ ქვას იღებდა და გუდიდან ყველი გამოაძვრინა, მოუჭირა ხელი და წვენი გაადინა. დევმა ეს რომ დაინახა, შეისვა კისერზე და ეუბნება, რა მსუბუქი ყოფილხარო. იმიტომ ვარ მსუბუქი რომ ციდან ჩამოშვებულ თოკებზე ვარ დაკიდებული და ისინი მიჭერენო. აბა უთხარი ცოტა ხნით გაგიშვანო. ამანაც ასძახა ზემოთ, გამიშვითო და დევს კისერში სადგისი ჩააჭირა. დევმა ყვირილი ატეხა, ჩქარა უთხარი აგწიონო. ნუ გადაიყვანს მდინარეზე და თავისთან სახლში დაპატიჟებს.
სახლი დიდი და მდიდრული ჰქონდა, ძვირფასი ნივთებით სავსე.
დევმა მჭადების გამოცხობა დაიწყო და ნაცარქექიას დაავალა, კეცის შეტრიალება. თავად კი სადღაც წავიდა. ნაცარქექიამ სცადა შეტრიალება, მაგრამ უზარმაზარი კეცი გადმოუბრუნდა და ქვეშ მოიყოლა. მოვიდა დევი და დაინახა წაქცეული ნაცარქექია. რა დაგმართიაო. მუცელი ამტკივდა და კეცი დავიდე, იქნებ გამიაროსო. აი უკვე გამიარა და მომაშორეო.
მერე საჭმელად დასხდნენ და ჭამისას დევმა დააცემინა. ისეთი დააცემინა, რომ ნაცარქექია ჭერში ააგდო და იქ გადებულ დირეს მოეჭიდა. აიხედა და მანდ რას აკეთებო. როგორ გაბედე ჩემს წინაშე დაცემინება, ახლა ამ ჯოხს ჩამოვიღებ და ცხვირ-პირს გაგიერთიანებო.
დევმა გაიფიქრა, ეს ვინა ყოფილაო, ამას თუ ჯოხს ეძახის, მე რაღას მიზავსო. კუდამოძუებული გაიქცა და ცხრა მთას იქით გადაიკარგა.
ნაცარქექია კი მის სახლს დაეპატრონა. მოიყვანა თავისი ძმა და მისი ოჯახი. აჰა თქვენ ქონება, როგორც გინდა მოიხმარეთ, ოღონდ მე დამაცადეთ, ჩემთვის დავჯდე ბუხართან, ნაცარი ვქექო და ვიფიქროოო.
ქატო იქა ფქვილი აქა,
ჭირი იქა, ლხინი აქა.
მგონი ასეა

. ზუსტად არ მახსოვს.
This post has been edited by Int3lig3nt on 11 Aug 2006, 19:34