სიცხე გვიტევს! ქალაქის მერი ქუჩებს რწყავს, ძაღლებიც კი ცდილობენ ჩვენს დახმარებას და ორმაგი ენერგიით ასველებენ ხეებს, რომ როგორღაც სინოტივე შეინარჩუნონ ქალაქში! ჩვენ კი რას ვაკეთებთ, ჰა!!?! დავდივართ ამხელა თმებით და ჰაერს ვაშრობთ, ბლიად! განა არ იცით, რომ დიდი თმა ჟანგბადს შთანთქავს და პანტენ პრო-ვის გამოყოფს, რაც მომაკვდინებელია ორგაზმისთვის!?!!

მოკლედ, ვაცხადებ სრულ მობილიზაციას! ძირს თმები! ყველანი საპარიკმახეროებში!!

Disclaimer:
გოგონებმა თავი შეიკავეთ! მესმის, რომ ჩემი ფოტოს ყურებისას სურვილი
* გეძალებათ ( :თვალებ-მიბნედილი-სმაილიკი: ), მაგრამ თავი ხელში აიყვანეთ! ეს მხოლოდ მამაკაცებს ეხება!
* თავის გადახოტრვის სურვილზეა საუბარი.ხო, ასევე ეს არ ეხება ბას-გიტარისტებს და სოლო-გიტარისტებს. მაგათ თმები პროფესიონალური მოვალეობის შესრულებისთვის ესაჭიროებათ (გარდა ამისა, როდესაც დაკვრისას ისინი თმებს იქნევენ წრიული ტრაექტორიით, საკონცერტო დარბაზების ვენტილაცია უმჯობესდება და ამით სერიოზული წვლილი შეაქვთ სიცხესთან ბრძოლაში). პატივი ვცეთ იმ მსხვერპლს, რომელსაც ეს ხალხი ხელოვნების სამსახურს სწირავს ყოველდღიურად -- ამ სიცხეში ეს ნამდვილად გმირობის ტოლფასია...

დანარჩენებმა კი ხელი ჩავჭიდოთ ერთმანეთს და წინ ნათელი მომა... ისა... საპარიკმახეროებისაკენ! ძირს თმები! გაუმარჯოს ხოტორიზმის იდეალებს!!
ისა... ვინც აქციაში მონაწილეობას მიიღებს, უმორჩილესად ვთხოვ ამ თემაში დადოს თავისი ხოტორა თავი (ფოტოს სახით), რათა თვალნათლივ დავრწმუნდეთ თქვენს მიერ ჩატარებილი თმადაცვეთის პროცედურის აუთენტიკურობაში.
გმადლობთ ყურადღებისათვის!
მიმაგრებული სურათი