დაზიანდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი
25.08.06 14:00
ფოთში ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური კაბელი გადაჭრეს. ამ ფაქტმა ცხრა ქვეყანაში საქალაქთაშორისო კომუნიკაციის სერიოზული პრობლემა შექმნა. შეწყდა ინტერნეტი და სატელეფონო კავშირი. კაბელი ზღვის ფსკერზე ავტოგენითაა გადაჭრილი.
წინასწარი ცნობით, ბოჭკოვანი გაყვანილობა უკრაინულმა გემმა დააზიანა, რომელიც ფოთში ჯართს მოიპოვებდა.
გამოძიება ადგენს, მოხდა თუ არა დივერსია. კაბელის დაზიანებული ნაწილის აღდგენას 2 მილიონი ევრო დასჭირდება. სამუშაოები უკვე დაწყებულია. მას იტალიელი სპეციალისტები ატარებენ.
დაზარალებული ქვეყნები სომხეთის ალტერნატიულ კაბელზე დასვეს.
http://www.rustavi2.com/news_textg.php?id_...m=main&ct=&wth=