მაინტერესებს თქვენი აზრები დეკოზე, მე შევეცდები ჩავრთო მეხსიერება დავიხმარო ვიკი ფაკტებისთვის : D და შევიქმნა წარმოდგენა ამ ფეხბურთელზე
თემა არ იხსნება უაზრო შედარისთვის მითუმეტეს ბარსას სხვა ფეხბურთელებთან
მაშ ასე, ფაქტები:
ბრაზილიელი ნახევარმცველი დეკო არის ბრაზილიიდან, სახელი მან გაითქვა პორტოში და პორტუგალიის ნაკრებში თამაშისას. სადებიუტო თამაშში მან გაიტანა ბრაზილიასთან გადამწყვეტი ბურთი
დეკო არის ჩემპიონთა ლიგის 2 გზის გამარჯვებული და შედის იმ ფეხბურთელთა რიცხვში ვისაც ორ სხვადასხვა გუნდში მოუპოვებია ეს თასი : D
დეკო გახლავთ 2004 და 2006 წლების საუკეთესო ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგის, და 2004 წლის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ამავე ლიგისა
2004 წელს იგი გახდა ასევე პორტუგალიის საუკეთესო ფეხბურთელი
ყველაზე პრესტიჟულ (როგორც ითვლება) ფრანს ფუტბოლის გამოკითხვაში იგი გავიდა მე-2 ზე ანდრეი შევჩენკოს მერე 2003-2004 წლების სეზონში
რა მახსენდება მე დეკოზე

ანუ ჩემი აზრები დეკოზე

დეკო არის ფეხბურთელი რომელზეც ყოველთვის აწყობილი იყო გუნდი (პორტო, ბარსა, პორტუგალია), თამაშის სტილით იგი წააგავს ბრაზილიის ნაკრების ძველ დიდი ნახევამრცველებს, რომლებიც შეტევასთან ერთად დაცვასაც არანაკლებ ყურადღებას აქცევდნენ (თუ პირიქით), მაგალითად დიდი თუ ვავა რომლებიც 20 და 8 ნომრებით გამოდიოდნენ ხშირად სხვათაშორის : D, უფრო თანამედროვე შედარებას თუ მოვიყვანთ დეკო არის დავიდსის შრომისმოყვარეობა აგრესია + ფიგუს ტექნიკა ფანტაზიის უნარი, რაღაც ჰიბრიდი

დეკო, რა შეიძლება ითქვას კიდე მასზე

, მიყვარს ამის თქმა რომ ერთ თამაშში დეკოზე დაუზუსტებელი მონაცემებით გაიარა 121-დან 130 შეტევამდე, ეს იყო ბარსაში თამაშის დროს
დეკო შევიდა ბარსას ნახევრად ოფიციალურ

გამოკითხვაში (ელმუნდოდეპორტივო 108 000 ადამიანი) და საბოლოო შედეგებით შევიდა ბარსას ისტორიის სიმბოლურში
სუბი, კუმანი, პუიოლი, სერხი, პეპი, დეკო, მარადონა, ლაუდრუპი, რონალდინიო, კროიფი, რომარიო
ნუ რა თქმა ჩემი ნება რომ იყოს უფრო სხვას ვარჩევდი დეკოს, სერხის, ლაუდრუპს, რონალდინიოს და რომარიოსაც, მაგრამ ეს უკვე სხვა ამბავია
დეკო არის პრაქტიკულად ყველა საუკეთესო მწვრთნელის საყვარელი ფეხბურთელი, ვინაიდან პირველ რიგში ტაქტიკურად სწორ ფეხბურთს თამაშობს, იგი ძალიან ხშირად არღვევს თამაშის წესებს (ტემპის დაგდების მიზნით), ზოგჯერ ზედმეტად უხეშადაც, მის საუკეთესო წლებში დეკო მსოფლიოში ყველაზე მეტად არღვევდა თამაშის წესებს (და როგორც ხშირად ხდება ასეთი ტიპის ფეხბურთელების დროს ასევე ყველაზე მეტად მასზე ჯარიმდებოდნენ, კონკურენტი ხან ვან ბომელი ჰყავდა ხან გრავესენი ხან იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე ,,აპორნიკები")
დეკოს გააჩნია საოცარი უნარი გაიტანოს ბურთი სხვა ფეხბურთელზე გარტყმით

ანუ ასხლეტილი ბურთები, რიკოშეტი, ეს იმდენად ხშირად მომხდარა რომ შემთხვევითობა გამოირიცხა.
ამას აქვს უკუეფექტიც, ძნელია დეკოს უწოდო კარგი დარტყმის მქონე ფეხბურთელი

, მიუხედავად იმისა რომ საჯარიმოს თუ შორეული ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია
დეკოს თამაშით აღფრთოვანებული განსაკუთრებით არიან მისი პოზიციის ძველი ლეგენდები, ვთქვათ მაზინიო პლატინი ბეკენბაუერი ა.შ და ა.შ.
მე ვფიქრობდი იგი აიღEბდა ოქროს ბურთს (და იყო ფავორიტი) თუმცა როგორც ხშირად ხდება გოლების გამტანი აღიარეს და არა სხვა ვინმე
დეკოს მთავარი პლიუსი არის მოკლეზე ბურთის გათამაშება, აიყოლიოს ფეხბურთელი, შეუწყოს მას ხელი, თუ თანაგუნდელი იხსნება დეკო ერთვება დაცვაზე, თუ თანაგუნდელს არ გამოსდის თამაში მაშინ ის უკვე თავის თავზე იღებს შეტევით ოპერაციებს. ამის დადასტურებად შეგვიძლია ჩავთვალოთ წაგებულ თამაშებში მისი უძლიერესი თამაში, იგი პრაქტიკულად მოგებული გუნდების ლიდერების ტოლ-სწორად თამაშობს წაგებულ თამაშში, ასე იყო ჩელსისთან (2:4), ასე იყო მანჩესტერთან წელს, ასე იყო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ინტერნასიონალთან წაგებულ თამაშში მისი საუკეთესოდ აღიარება თუ ლივერპულთან გამოვარდნა (ბრწყინვალე ჯერარდთან : D) ასე იყო გერმანიასთან სადაც მასზე აღფრთოვანებით წერდა ესპანური ინგლისური თუ გერმანული პრესა, და დაიმსახურა ისეთივე შეფასებები როგორც გამარჯვებულმა ბალაკმა.
რა შეიძლება კიდევ გავიხსენოთ, აჰ ხო, მას არ მიუღია მონაწილეობა ბარსას ბოლო 4-5 წლის ყველაზე სამარცხვინო თამაშში (ხეტაფესთან 0:4 ესპანეთის თასზე).
დეკოს გააჩნია უმაღლესი ოსტატობა, იგი ბურთს არასდროს დაჰყურებს და წამის მეათედში აკეთებს გრძელ უზუსტეს გადაცემებს, ასე ვთქვათ შეტევის მიმართულების შეცვლას, ეს დეკოს ერთ-ერთი მთავარი პლიუსია
დეკო არის ბუნებით ლიდერი, იგი ყოველთვის ,,არკვევს საქმეს" როგორც თანაგუნდელებთან ისე მსაჯებთან
დეკოს ნაკლია ვარჯიშისადმი ცუდი დამოკიდებულება, დისციპლინის დარღვევა და არც ზედმეტი წონაა მისთვის უცხო
მისი ნაკლია ასევე ცოტა გოლების გატანა მისი დონის ნახევარმცველის კვალობაზე
რაც შეეხება ბარსაში მის ნეგატიურ ,,მოღვაწეობას", დეკო არის რონალდინიოს საუკეთესო ძმაკაცი, მათ გუნდი გახლიჩეს : D, თუმცა ეს მის თავდადებაზე თამაშის დროს არ ასახულა
ბევრი ამბობს რომ დეკომ და ეტოომ ყვითლები ,,აიღეს" რომ რეალთან თამაში გამოეტოვებინათ, შესაძლოა, მაგრამ მე პირადად პატივს ვცემდი ყოველთვის ისეთ ფეხბურთელს რომელსაც არ შეეძლო დერეფნების გაკეთEბა, თუ ვიღაც ზეობის თამაშში მონაწილეობის მიღება, მიყვარს როდესაც ლიდერი ფეხბურთელი წაგებულ თამაშში თავს ვერ თოკავს და წითელ ბარათს ,,იჩალიჩებს", ეს მე მათ უფრო პლუსში ჩავუთვალე ვიდრე მინუსში.
ნუ მეყოფა მგონი : D, ბოლოს ვთქვათ რომ დეკო მოირგებს ალბათ ჩელსის (ან ინტერის) მაისურს მომავალ სეზონში, მისი ბარსაში თამასი 99%-ით გამორიცხულია და ჩემი აზრითად მან თავისი საქმე უკვე გააკეთა.
აბა თქვენი აზრებიიიი

პ.ს. დეკო არასდროს იყო ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი, ასეთები არც მყავს მგონი მაგრამ მაინც

აჰ კიდე მახსოვს გაბოროტებული ლუიშ ფიგო დეკომ ლიდერობა რომ აართვა მოითხოვდა მის გაძევებას
This post has been edited by C Agent on 28 Jun 2008, 21:56