ყველა ქართველმა უნდა იცოდეს…
https://tatatatuli.wordpress.com/%E1%83%A7%...83%AA%E1%83%9D/იცით თუ არა, რომ…
საქართველომ მსოფლიოს 300-მდე ვაზის ჯიში მისცა.
არმაზი იყო საქართველოს პირველი დედაქალი.
ქალაქი უფლისციხე ქართველებმა მტრის შემოსევისას თავისი ხელით დაანგრიეს, რათა მტერს არ ჩავარდნოდა ხელში.
შავი ზღვის ძველი სახელებია: პონტოს ზღვა, სპერის ზღვა და ევქსინის პონტი (სტუმართმოყვარე ზღვა).
იყო დრო, როდესაც შავი ზღვა და კასპიის ზღვა ერთმანეთთან კუმამანიჩის სრუტით იყო დაკავშირებული.
ბელაქანი, ზაქათალა, კახი და ევლახი – ეს ოთხი რაიონი ქართულია, რომლებიც ამჟამად საინგილოს ტერიტორიაზეა მოქცეული.
მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა ვაჟა-ფშაველას დაბადების 100 წლის იუბილე.
იცით თუ არა, რომ მუდამ ხელმოკლედ მცხოვრები ვაჟა-ფშაველა სანთლის უქონლობის გამო ხშირად ცეცხლის შუქზე წერდა.
ვაჟა-ფშაველას ერთხანს ბერად შედგომა უნდოდა, მაგრამ ახლობლებმა გადააფიქრებინეს.
10 წლის ვაჟა-ფშაველა უკვე შეყვარებული იყო.
პატარა ვაჟა-ფშაველას ისე უნდოდა მომღერლობა, ხმას ძალით იბოხებდა, რის გამოც, როგორც თავად იხსენებს, “გულმა ტკივილი დაუწყო”.
სტუმარ-მასპინძელზე” მუშაობისას ვაჟა-ფშაველა ორი თვე ფიქრობდა აღაზას პასუხზე, როცა ჯოყოლა ეკითხება – ნამტირალევი რადა ხარო. ერთი თვე მოანდომა მან “გველის მჭამელის” ფინალის დაწერასაც.
იცით თუ არა, რომ ვაჟა-ფშაველა შავად დაწერილ თავის ნაწარმოებებს მხოლოდ ერთხელ ათეთრებდა და დაწერილ ადგილებს იშვიათად ასწორებდა.
ვაჟა-ფშაველა საკუთარ პუბლიცისტურ წერილებს კათაკმეველის ფსევდონიმით აქვეყნებდა.
ემიგრაციაში ყოფნის დროს, პარიზში, წმ. ექვთიმე თაყაიშვილს ერთი მარჩენალი თხა ჰყავდა და იმდენად ხელმოკლედ ცხოვრობდა, მხოლოდ ნახევარი ლიტრი რძითა და პურით არსებობდა. შიმშილისა და ავადმყოფობისაგან მეუღლე გარდაეცვალა, მაგრამ მან ქართული განძის არც ერთი ექსპონატი გასაყიდად არ გაიმეტა.
იცით თუ არა, რომ ქართული განძის მცველი და გადამრჩენელი წმ. ექვთიმე თაყაიშვილი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ყველასგან მივიწყებული, მარტოობაში გარდაიცვალა.
VI საუკუნის ძეგლი _ ჯვრის მონასტერი დანგრევას წმ. ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით შეგროვებული შემოწირულობების წყალობით გადაურჩა.
პოლიგრაფიული დიზაინის ნოვატორი ილია ზდანევიჩი ერთხანს კოკო შანელთან მუშაობდა პარიზში.
თამარ მეფემ სიკვდილით დასჯა გააუქმა................ დანარჩენი ლინკი გახსენით და იქ არის
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)