კი შეიძლება, ვინაიდან როცა ოფიციალური დოკუმენტის შევსება ხდება ყველა პუნკტი უნდა იყოს შევსებული, რომელიმის გამოტოვება უკვე ნიშნავს დოკუმენტის ძალაში შესვლის დაკარგვას, ვინც ამას ამოწმებს ალბათ არც ცალია რომ უკან აგზავნოს დოკუმენტები შესასწორებლად. ხდება ავტომატურად უარზე გადადება და მორჩა.
ვიზაზე განაცხადი ისევე მნიშვნელოვანია როგორც პასპორტზე განაცხადი, ვიზა ხომ დროებითი პასპირტია დაახლოებით.
გაყრილი ცოლის ვინაობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან იქ იქნებოდა ალბათ შეკითხვა ბავშვების შესახებაც, თუ ყავს და რამდენი, ამიტომაც ცოლის ვინაობაც საჭიროა, ალბათ კომპუტერშიც მოწმდება ეს ინფორმაცია, მაგალითად ბავშვები თუ არიან დედასთან, იქნებ მამასთან ცხოვრობენ და საერთოდ მართალია თუ არა ეს ცოლქმრობის ფაქტი, თუ ცოლი არაოფიციალურად ყავდა და გაეყარა მერე, მაგალითად მხოლოდ ჯვრისწერით ად ესეც არა, არ უნდა ჩაწეროს ცოლი მყავდაო ან მყავსო, ტყუილში ჩაითვლება, სადაც კი ოფიციალური დიკუმენტი არსებობს მხოლოდ იქ უნდა ითქვას.
კი ბევრი მიზეზით შეიძლება უარის თქმა, შეიძლება ყველაფერი სწორად იყოს შევსებული მარა, რაღაც გამომეტყველება არ მოეწონოთ და უარი გითხრან, მანდ ის წყვეტს ვინც აგრეთვე გარკვეულ წილად პასუხს აგებს გაშვებაზე, იტყვის რაღაც არასანდო გამოხედვა აქვსო და მორჩა. ამერიკელები ძაან არიან დაშინებული ეხლა, მითუმეტეს ტერორისტებით, გასაგებია რატომაც, დაიძაბა ეხლა სიტუაცია.