tsiunia
Newbie


ჯგუფი: Registered
წერილები: 8
წევრი No.: 116741
რეგისტრ.: 7-June 10
|
#20267888 · 21 Jun 2010, 00:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
განდეგილი ანასტასია – ულამაზესი ახალგაზრდა ქალი – უღრან ტყეში ცხოვრობს, პატარა ტბის პირას. ღამეს ნადირთა ბუნაგში ათევს. ტანზე თითქმის არ აცვია, მასზე ტემპერატურული ცვლილება საერთოდ არ მოქმედებს. იკვებება კენკრით, სოკოთი, ბალახებითა და მცენარეთა ყლორტებით. მგელი მას ძაღლივით ემორჩილება და იცავს, დათვი ანასტასიას დავალებებს სიამოვნებით ასრულებს, ციყვებს მისთვის გარჩეული თხილი და კედრის ნაყოფი მიაქვთ. ანასტასიას პასპორტი არა აქვს. ციმბირის უსიერ ტყეში დაბადებული და გაზრდილი, იმ ადამიანთა შთამომავალია, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში ცხოვრობენ ტაიგაში და თითქოს სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლები არიან. ველურ ბუნებაში გაზრდილი ანასტასია, რომლის ბაბუებიც შამანები არიან, ვლადიმირ მეგრემ ტაიგაში გაიცნო და მის შესახებ 10 წიგნი დაწერა. ანასტასია მაშინ 26 წლისა იყო. ახლა 42-ისაა და მეგრესგან ქალ-ვაჟი ჰყავს – 15 წლის ვალოდია და 3 წლის – ანასტასია. ამ საოცარი პიროვნების შესახებ ვლადიმირ მეგრემ 10 წიგნი დაწერა, რომლებიც უკვე მსოფლიოს 11 ენაზე ითარგმნა, მათ შორის ქართულადაც. "ასავალდასავალის" სტუმარია ქალბატონი ციური გარუჩავა – ვლადიმირ მეგრეს წიგნების ქართულ ენაზე მთარგმნელი. – ქალბატონო ციური, ვიცი, რომ ვლადიმირ მეგრეს ათივე წიგნი თარგმნეთ და სამი უკვე გამოეცით, გაყიდვაშია. მაინც რამ გამოიწვია თქვენი ასეთი ცხოველი ინტერესი ანასტასიასადმი? – საოცარი პიროვნებაა. ანასტასიას რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვს ადამიანის ცხოვრებაზე. მან ვლადიმირ მეგრესთან საუბარში ციმბირელ შამანთა საიდუმლო ცოდნას ახადა ფარდა. ისეთ სიბრძნეს ქადაგებს, შეუძლებელია, არ მოიხიბლოთ.
– ვინ არის ვლადიმირ მეგრე და რა ვითარებაში შეხვდა იგი ანასტასიას? – ბატონი მეგრე მეწარმე იყო. 1994 წელს, ციმბირის განაპირა რეგიონებთან ეკონომიკური ურთიერთობ ების მოსაგვარებლად, მდინარე ობზე ოთხთვიანი ექსპედიცია მოაწყო სამი თბომავლით. როცა ნოვოსიბირკში ბრუნდებოდნენ, გზად პატარა სოფელთან შეჩერდნენ. პირველად იქ ნახა ანასტასიას 93 წლის ბაბუა და 119 წლის დიდი ბაბუა – ციმბირელი შამანები. მოხუცებმა უცნაური თხოვნით მიმართეს მეგრეს, როგორც ექსპედიციის ხელმძღვანელს. – რას ითხოვდნენ მისგან ანასტასიას ბაბუები? – 40-მეტრიანი მოგუგუნე კედარის მოჭრას და თბომავლით წაღებას. – რას ნიშნავს მოგუგუნე კედარი? – კედარი 550 წელიწადან–1000წლამდე ცოცხლობს. იგი კოსმოსურ ენერგიას აგროვებს და საჭიროების შემთხვევაში გასცემს. ძალზე იშვიათია კედარი, რომელიც მხოლოდ აგროვებს ენერგიას და არ გასცემს ასეთი ხე, 500 წლის ასაკში გუგუნს იწყებს, რითაც ნიშანს იძლევა მომჭერითო, რათა ენერგიის ნაწილი გარე სამყაროს გუნაწილოს. – და თუ მაინც არ მოჭრეს? – სამი წლის მერე კოსმოსიდან მიღებული ენერგიის გაცემის უნარს კარგავს და შიდა წვას იწყებს – მისი სიკვდილის პროცესი 27 წლის განმავლობაში გრძელდება. ანასტასიას ბაბუებმა ტყეში აღმოაჩინეს კედარი, რომელიც 1992 წლიდან გუგუნებდა. ისინი მეგრეს ექსპედიციის წევრებს სთხოვდნენ, ხე მოეჭრათ და წაეღოთ. ირწმუნებოდნენ, კედრის პატარ-პატარა ნაჭრები ადამიანებს დაურიგეთ, გულზე ჩამოიკიდონ და სამ თვეში თავს უკეთ იგრძნობენ, თანაც უამრავი დაავადებისგან განიკურნებიანო. – მოჭრეს მოგუგუნე კედარი? – არა, მეგრეს სერიოზულად არ მიუღია მოხუცების ნათქვამი, მაგრამ შინ დაბრუნებულმა ინფორმაცია მოიძია და გაარკვია, რომ ციმბირის კედრის ნაყოფი მამაკაცური პოტენციის ასამაღლებლად გამოიყენება. გაახსენდა გრიგოლ რასპუტინი, რომელიც ციმბირის იმ მიყურებული სოფლიდან იყო, სადაც უამრავი კედარი ხარობს. თვითნასწავლმა ხეპრემ, რომელსაც გამორჩეული ჯანმრთელობ ა და მამაკაცური პოტენცია ჰქონდა, წინასწარმეტყველებ ის უნარით იმპერატორის ოჯახიც კი აღაფრთოვანა. დაადგინა აგრეთვე, რომ ლონდონის ბირჟაზე კედრის ნაყოფის ზეთი, 1 კილოგრამი 500 დოლარამდე ღირს და მდინარე ობზე ხელახლა მოაწყო ექსპედიცია. თბომავალი საგანგებოდ გააჩერა იქ, სადაც მოხუცებს შეხვდა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ანასტასია დახვდა... ასე გაიცნეს ერთმანეთი. – განდეგილს ტაიგა არასოდეს დაუტოვებია? – იგი სხვისი პასპორტით იყო ტომსკსა და მოსკოვში თითო დღით, ამ ქალაქებში ღამეც კი არ გაუთევია. – ნივთები არა აქვს, არც ჭურჭელს ხმარობს? – არა, ანასტასიას აზრით, ადამიანი ისევე უპრობლემოდ უნდა იკვებებოდეს, როგორც სუნთქავს. საკვების მომზადებაზე არ უნდა ცდებოდეს, უმთავრეს საფიქრალს არ უნდა სწყდებოდეს მისი გონება. შემოქმედმა ეს საზრუნავი სხვებს დააკისრა, რათა ადამიანმა საკუთარი დანიშნულება აღასრულოს. ღმერთმა იმიტომ შეგვქმნა, რომ ყველაფერი ვმართოთ, ჩვენ ეს შეგვიძლია. ჭამს, როცა მოშივდებ ა, მიირთმევს კენკრას, ნორჩ ყლორტებს, იკვებება კედრის ნაყოფით, ბალახ-ბულახით, კენკრით, სოკოთი ჭამს მხოლოდ გამხმარს. ცეცხლს საერთოდ არ ანთებს. თქვენ წარმოიდგინეთ, სოკოს და კედრის კაკალსაც კი არ აგროვებს, არც მარაგზე ზრუნავს, ამას მისთვის ციყვები აკეთებენ. სვამს ტბის წყალს, ცოცხალს და არა სიცოცხლეწართმეულს, ჩვენსავით. ბავშვობაში დედის რძის გარდა, სხვა ცხოველების რითაც იკვებებოდა. – ამბობთ, ციყვები უგროვებენ საკვებსო, ნუთუ ეს შესაძლებელია? – დიახ. თითებს გააწკაპუნებს თუ არა, ანასტასიას ხელზე ციყვები ახტებიან. როგორც მეგრე წერს, ერთმა მათგანმა მისი თანდასწრებ ით კედრის გარჩეული კაკალი პირიდან პირში ჩაუდო. მათ მიაქვთ სოკოც. – როგორ იმორჩილებს ცხოველებ ს? – მეგრეს ეგონა, ანასტასიამ გაწვრთნა ისინი, მაგრამ შეცდა. განდეგილი ქალის დამოკიდებულებ ა მათ მიმართ ისეთივეა, როგორიც ადამიანისა შინაური ცხოველებ ისადმი. შეიძლება, ოდესმე წვრთნიდნენ კიდეც ნატალიას შორეული წინაპრები, მაგრამ ახლა მათი ქცევა თითქოს ინსტინქტურია, დედა ციყვი უკვე საკუთარი მაგალითით ასწავლის შვილებ ს, როგორ უნდა მოიქცნენ. – სად იძინებს, ქოხი მაინც არა აქვს? – ჩამობნელდება თუ არა, ტყის ბინადართა რომელიმე სამალავში იძინებს, უმეტესწილად – ბუნაგში. თუ გარეთ თბილა, შეუძლია, ბალახზეც გამოიძინოს. დილით, თვალს გაახელს თუ არა, აღტყინებული ეგებება ამომავალ მზეს, ახალ ყლორტებსა და მიწიდან ამოსულ მცენარეებს ხელით ეფერება. მომცრო ხეებს არხევს, ზედ ყვავილის მტვერი ეყრება. 5 წუთის განმავლობაში, ბალახზე გაწოლილი მიწას ელამუნება. მერე პატარა ტბაში ისკუპებს, წყალში დგაფუნობს, საოცრად ყვინთავს. ამ პროცედურას ცხოველებიც ესწრებიან, თუმცა, ახლოს არ მიდიან. საკმარისია, რომელიმეს გახედოს ანასტასიამ ან შეუმჩნეველი მოძრაობით თავისთან იხმოს, რომ უმალ მის ფეხებთან გაჩნდებიან. ძუ მგელს ისე ეთამაშებ ა, როგორც პატარა ფინიას და დათვთან ერთად იძინებს მის ბუნაგში... – ტანსაცმელი არ სჭირდება? – არა. ძალიან მსუბუქად აცვია. ტანსაცმელში თავს ცუდად გრძნობს. მისი აზრით, ორგანიზმი, რომელიც სიცივესა და სიცხეში სამოსითაა შეფუთნული, თანდათან კარგავს გარემო პირობების ცვლილებებთან შეგუების უნარს. მას კი ეს თვისება არ დაუკარგავს, ასე რომ, ზამთარში სიცივე არ აწუხებს და ზაფხულში – სიცხე. – როგორ გამოიყურება? – მეგრეს აღწერით, გრძელი, ოქროსფერი თმა და მონაცრისფრო თვალები აქვს. საშუალო სიმაღლისაა, ტანადი, მოქნილი, ენით აუწერელი სილამაზის მქონე, მკვრივი, ჯანმრთელი, არც გამხდარი და არც მსუქანი. იგი ბუნებ ის განუყოფელი ნაწილია. – როგორ უძლებს ტაიგას? – ცნობილია ფაქტები, როცა ადამიანის უსუსური ნაშიერი მგლებს გამოუკვებიათ და გაუზრდიათ. ანასტასიაც წოვდა ცხოველთა ძუძუს. დედამისი, თურმე, 1 წლისას მდელოზე აწვენდა და ტოვებდა, არაფრის ეშინოდა, რადგანაც აქ ადამიანთა მოდგმის მთელი თაობები ცხოვრობდნენ, რომელთა დამოკიდებულებაც ცხოველთა სამყაროსთან სულ სხვაგვარია. ანასტასიამ პირველ ღამეს მეგრეს თავქვეშ ძილის მომგვრელი ბალახი ამოუდო და როცა მან ჩათვლიმა, დედა დათვი აიძულა, მის გვერდით გაუნძრევლად წოლილიყო მთელი ღამე, რომ არ შესცივნოდა. – სკოლაში არ უსწავლია? – არა, მაგრამ საოცარი ინტელექტი და მეხსიერება აქვს. გონებ რივი შესაძლებლობებით ჩვენზე გაცილებით მაღლა დგას. უჩვეულო უნარის წყალობით უშორესი მანძილიდან ხედავს ადამიანებს და მოვლენებს. – როგორ ახერხებს? – უხილავი სხივის დახმარებით. ანასტასია ირწმუნება, რომ ნებისმიერ ჩვენგანს აქვს ეს უხილავი სხივი, ოღონდ არც კი ვიცით, რომ გვაქვს და მისი გამოყენებაც არ შეგვიძლია. არადა, სხივის წყალობით, ხდება, თურმე, ცალკეული კონკრეტული სიტუაციების მოდელირებ ა. ანასტასია თვლის, რომ ადამიანს ჯერ არაფერი შეუქმნია ისეთი, რაც ბუნებაში არ არსებობს. ტელეფონიც და ტელევიზორიც სხივის შესაძლებლობების უბადრუკი წამბაძველობაა და სხვა არაფერი. ანასტასიას სიზმრებ ის მართვაც შეუძლია. – ნუთუ ეს შესაძლებელია? – 1996 წელს, მაისის ნომერში, ჟურნალმა "ჩუდესა ი პრიკლუჩენია" გამოაქვეყნა აკადემიკოს აკიმოვის მიერ სპეციალური ხელსაწყ ოებით გადაღებული უხილავი სხივის ფოტოები. ამ სხივს ცნობილი მეცნიერი ტორსიულ ველს უწოდებს. განდეგილი ანასტასია მთელი დღე არაფერს აკეთებს, იგი დროს განსჯა-განზოგადებაში ატარებ ს. სიტუაციების მოდელირებით ხედავს აწმყოს, წარსულს და მომავალს... – რას ფიქრობს ანასტასია ქალისა და მამაკაცის ინტიმურ ურთიერთობაზე? – მისი აზრით, მთელ სამყაროში, ნებისმიერი სხვა სულიერისგან განსხვავებით, მარტო ადამიანს შეუძლია, განიცადოს ენით უთქმელი ბედნიერება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ქალსა და მამაკაცს ჭეშმარიტი სურვილი აქვთ, ერთმანეთისგან შვილი იყოლიონ, ახალი სიცოცხლე შექმნან. იგი თვლის, რომ სექსი, თანამედროვე გაგებით, ადამიანს ნამდვილ სახეს უკარგავს. როცა მეგრემ გააპროტესტა ანასტასიას მოსაზრება და ჰკითხა: ნამდვილი კმაყოფილების მისაღებად კიდევ რა არის საჭირო, ორი სხეულის გარდაო, ქალმა უპასუხა: შეგნება! ახლის შესაქმნელად ერთობ ლივი სწრაფვის გულწრფელობ ა და სისპეტაკე, თანაც დაამატა: ყველა გასხივოსნებული – ბელესი, კრიშნა, რამა, შივა, იესო, მუჰამედი, ბუდა ცდილობდნენ, ესწავლებინათ ადამიანისთვის ამგვარი დამოკიდებულება სექსისადმი, განესაზღვრათ მისი არსი. იესომ დაგვმოძღვრა: ვინც სურვილით შეხედავს ქალს, უკვე ავხორცობს საკუთარ გულშიო. ხორციელ ვნებებს ადამიანში ბნელი ალები აღძრავენ, რათა ღვთისგან ბოძებული მადლი წაართვან. არადა, ქალს ჯილდოდ ერგო, შემოქმედის მსგავსი არსება შვას! – ანასტასიას მოსაზრებას მარტო მეგრე კი არა, ალბათ, სხვა მამაკაცებიც გააპროტესტებ ენ... – მესმის, მაგრამ ანასტასიას თქმით, ბავშვი თურმე, ქვეცნობიერად, ჩასახვისთანავე აღიქვამს ტყუილს, რის გამოც ხშირად ცუდად ხდება. რომელი ადამიანი ისურვებს, ხორციელ ვნებათა დაცხრომის შედეგად გაჩნდეს? ნებისმიერი მოინდომებს, უმაღლესი, თავბრუდამხვევი სიყვარულის ნაყოფი იყოს. ქალი თუ ჩასწვდებ ა საკუთარი დანიშნულების დედაარსს, მაშინ მამაკაციც შეიცვლება. – რითია დაკავებული მთელი დღეების განმავლობაში ქალი, რომელიც პრაქტიკულად არაფერს აკეთებს? – დროს განსჯაში ატარებს. აწმ ყოს, წარსულისა და მომავლის ყველანაირ სიტუაციათა მოდელებ ს თხზავს. კოლოსალური მეხსიერების პატრონია. უხილავი სხივის მეშვეობით ნანახი ყველა ადამიანის სახე ახსოვს, იცის მათი შინაგანი განცდები, გენიალური მსახიობივით ჰბაძავს ყველას, დადის, საუბრობს და ფიქრობს მათსავით. საკუთარ თავში ახდენს ველი დროისა და თანამედროვე ადამიანების გამოცდილების კონცენტრაციას, სარგებლობს ამ გამოცდილებ ით და მომავალს აგებს, სხვებს ეხმარება შორიდან უხილავი სხივის მეშვეობით. ზოგს მინიშნებას აძლევს, ზოგს განკურნებაში ეხმარება. ამას ისე აკეთებს, ადამიანები აზრზეც არ არიან. – მაინც ვის ეხმარება ანასტასია? – ალიან დიდი სიყვარულით საუბრობს მოაგარაკეებზე, მებაღეებ ზე და ამბობს, რომ მათ სისტემატურად ეხმარება. ანასტასია ყველას მოგვიწოდებს, მიწას დავუბ რუნდეთ, შევქმნათ საგვარეულო მამულები და საკუთარი ხელით ელით დავრგოთ მცენარეები, რომლის ნაყოფი გამოგვკვებავს და განგვკურნავს კიდეც. ანასტასიას თქმით, ყოველი ბალახის ღერი, თითოეული მწერიც კი ადამიანის სასიკეთოდაა შექმნილი. ნებისმიერი თესლი უზარმაზარ ინფორმაციას ფლობს სამყაროზე. მან იცის, როდის გაცოცხლდეს, როდის გაიდგას ფესვი, როგორ იკვებოს, როგორ ისარგებლოს კოსმოსურ სხეულთა გამოსხ ივებით. რა სახის ენერგია მიიღოს მზისგან, მთვარისგან, ვარსკვლავებ ისგან. ნაყოფის დანიშნულებ და ადამიანის სიცოცხლის უზრუნველყოფაა. მარცვალს თუ ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ექნება, მომწიფებ ის პერიოდში, ნაყოფს იმ ნივთიერებ ებით გააჯერებს, რაც კონკრეტული ადამიანის განკურნებას სჭირდება. – როგორ უნდა გადავცეთ ინფორმაცია თესლს? – მარცვლები, რომელთა დათესვასაც აპირებთ, რამდენიმე ცალი ერთად, მიწაში ჩაყრამდე, ენის ქვეშ გაიჩერეთ 9 წუთის განმავლობ აში, ხოლო ნახევარი წუთით ხელისგულებში გეჭიროთ. იმ ადგილას, სადაც მის დათესვას აპირებთ, მარცვლებით ხელში, ფეხშიშველი უნდა იდგეთ... ანასტასია უამრავ საოცარ რჩევას აძლევს მებაღეებს, რა დათესონ, როდის, ფუტკრის სკა როგორ გააკეთონ, რანაირად მოაწყ ონ საგვარეულო მამული და ა.შ. მაგრამ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მხოლოდ ამას გეტყვით, რომ ანასტასიას მითითებების გათვალისწინებით, თქვენს მამულში მოწეული ჭირნახული ნებისმიერი სენისგან დაგიცავთ, მნიშვნელოვნად შეანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს, გაზრდის თქვენს გონებრივ შესაძლებ ლობებს, გაგათავისუფლებ თ მავნე ჩვევებისგან, მოგანიჭებ თ სულიერ სიმშვიდეს. – რატომ ავადდება ადამიანი? – დაავადებას იწვევს ადამიანის დაშორება მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დამცავი ბუნებ რივი მექანიზმებისგან. ამ მექანიზმებ ისთვის დაავადებასთან ბრძოლა სირთულეს არ წარმოადგენს, რადგანაც ესაა მათი დანიშნულებ ა, ასე რომ, თუ ადამიანი შეძლებს, თავისი ადგილ-მამულის მცენარეულ სამყაროსთან ინფორმაციული კავშირის დამყარებას, ნებისმიერ სენს გაუმკლავდებ ა. მცენარე ინფორმაციას კონკრეტული ადამიანის შესახ ებ კოსმოსს უცვლის, იგი შუამავლის როლს ასრულებს, რაც შეეხება ადამიანს, მან უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც მხოლოდ მას შეუძლია: ისარგებლოს კოსმოსური ინტელექტით, უფრო სწორად, გაუცვალოს მას ინფორმაცია. – რანაირად შეძლებს ამის გაკეთებას? – ანასტასია დაწვრილებით აღწერს ფსიქოლოგიურ ვარჯიშებ ს, რომლებიც ადამიანის ტვინის იმ უჯრედებს აღვიძებს, რომელთა უმეტესობაც მთელი სიცოცხ ლის განმავლობაში უმოქმედოთაა. სწორედ ამ ფსიქოლოგიური ვარჯიშების წყალობით გახდება შესაძლებელი ყველაზე ნათელი ოცნებების განხორციელებ ა. – ბავშვის აღზრდაზე რას ფიქრობს ანასტასია? – ეს მისი უსაყვარლესი თემაა... ბავშვი მბრძანებლად, ხელმწიფედ იბადება. ანგელოზივით სუფთა და უცოდველია. მისი ღია თხემი სამყაროს ინფორმაციის უდიდეს ნაკადს იღებს. ყოველი ახალშობილი, საკუთარი შესაძლებლობებით, მზადაა, ღმერთის მსგავსად ამ სამყაროს ბრძენად მოევლინოს. ბავშვი მხოლოდ 9 წლის განმავლობაში აღიქვამს სამყაროს, ერკვევა ადამიანის არსებ ობის არსში. მშობლების მოვალეობ აა, არ დაუმახინჯონ რეალური, ბუნებრივი სამყაროსეული კანონზომიერებანი, არ მოაშორონ იგი ბუნების შემოქმედებას, უნდა ასწავლონ, რომ სიცოცხ ლის არსი ჭეშმარიტებაში, სიხარულსა და სიყვარულშია. ბუნებასთან კონტაქტი ბავშვისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხელოვნური სათამაშოებით გართობა. ფიქრს ისწავლის, მოვლენათა გაანალიზებ ას დაიწყებს, მის ტვინში გაიღვიძებ ენ უჯრედები, რომელთა წყალობით გახდება ჭკვიანი, ნიჭიერი, ნებისმიერ სფეროში მიაღწევს წარმატებას. სუფთა აზროვნებ ა ბედნიერებას მოუტანს. თავის პლანეტებთან კონტაქტის დამყარება საშუალებას მისცემს, მუდმივად მიიღოს და გასცეს ახალი ინფორმაცია, რასაც მისი ქვეცნობიერი მიიღებს და ცნობიერს გადასცემს. – რატომ არ მიიჩნევს ანასტასია კაცობრიობის მიღწევად ტექნიკურ ბუმს? – მისი აზრით, ტექნოკრატიული განვითარების გზა პრიმიტიულია, ნებისმიერი მექანიზმის მოძრაობა ფეთქების ენერგიაზეა დამოკიდებული. ამ მეთოდმა თავის პიკს მიაღწია, მორჩა, ამოწურა. სამყაროს მასშატბებთან შედარებ ით, თვითმფრინავებისა და რაკეტების მიწიდან აფრენის სიმაღლე სასაცილოა. ანასტასია მეგრეს უხსნის მფრინავი თეფშების ჰაერში გადაადგილების პრინციპს. – რას ფიქრობს ანასტასია კომპიუტერების შესახებ? – ერთხელ მეგრემ ჰკითხა, სრულყოფილ კომპიუტერსაც გაეჯ იბრებიო? ამაზე ანასტასიამ უპასუხა: როგორღაც დამამცირებელია ჩემთვის, კომპიუტერი ხომ ადამიანის ტვინთან შედარებით პრიმიტული მანქანაა. მასთან გაჯიბრება იგივეა, ხელის ან ფეხის პროტეზის ნაწილს შევეჯიბრო. კომპიუტერს არ გააჩნია მთავარი – გრძნობა. შემიძლია გითხრათ, როგორ უნდა სრულყოთ ეგ პრიმიტიული კომპიუტერე ბიო. ანასტასიას აზრით, ადამიანისთვის აუცილებელია მსოფლმხ ედველობის შეცვლა. ყველაფერ ცუდს, რაც მის თავს ხდება, თავად იწვევს, როცა სულიერი ყოფიერებ ის წესებს არღვევს და კავშირს წყვეტს ბუნებასთან. ბნელი ძალები ცდილობენ, ადამიანის ყურადღება გადაიტანონ ტექნოკრატიული ყოფის წუთიერ სიამოვნებ აზე; აიძულონ, არ იფიქროს ბიბლიურ მცნებებსა და ჭეშმარიტებ აზე. მათი მოგონილია ფულიც და ამაყობენ, რომ შეძ ლეს ადამიანის ყურადღების გადატანა მისი ჭეშმარიტი დანიშნულებიდან. ესაუბრა ნინო გოძიაშვილი * * * ლია, თუ შემოხვალ შემეხმიანე, ხვალისთვის აუცილებლად
|