---------------------------------------გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა---2011 წლის 25 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში
გაიმართება გამოჩენილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწისა და პატრიოტ-ანარქისტის
--------------------ვარლამ ჩერქეზიშვილის
დაბადებიდან 165 წლისთავისადმი და მისი თხზულებების პირველი ტომის გამოცემისადმი მიძღვნილი
სამეცნიერო კონფერენცია
(დასწრება თავისუფალია)
დასაწყისი 14სთ.
რუსთაველის გამზირი 52, V სართულიმოკლე ბიოგრაფია------------------------------------------------
------------------------------------------------------------------(1946-1925)---დაიბადა 1846 წლის 18 სექტემბერს,კახეთში,სოფელ თოხლიაურში. 1866 წელს პირველად დააპატიმრეს, რუსეთის იმპერიის ხელისუფლების წინააღმდეგ ორგანიზაციაში მონაწილებისათვის. 1871 წელს მეორედ დააპატიმრეს, გაასამართლეს და ციმბირში გადაასახლეს. 1875 წელს გადასახლებიდან ევროპაში გაიქცა. 1876-78 წლებში თაბამშრომლობდა რუსულ ემოგრანტულ ჟურნალში: “ვპერიოდ”(ლონდონი) და “ობშჩინა”(ჟენევა). 1877 წელს შევიდა ანარქისტული ინტერნაციონალურ იურის ფედერაციაში (შვეიცარია). 1877-80 წლებში დაუახლოვდა და დაუმეგობრდა ევროპული ანარქისტული მოძრაობის თავკაცს ჯეიმს გილიობს, ელისე რეკლიუს, პეტრე კროპოტკინს და სხვებს. რუსეთის იმპერატორისაგან დევნილი და საკუთარი იდეალებისთვის მებრძოლი, არასოდეს ივიწყებდა თავის სამშობლოს და მისთვის სამსახური უმაღლეს პოსტულატად მიაჩნდა.იგი არალეგალურად ჩამოდიოდა საქართველოში; დიდამ მფარველობდა უცხოეთში მოხვედრილ ქართველებს; ევროპულ ჟურნალ-გაზეთებში განუწყვეტლად წერდა საქართველოს, მისი პოლიტიკური ყოფის შესახებ. 1894 წლიდან დიდმა ილიამ თავის სახელგანთქმულ “ივერიაში” დაიწყო მისი წერილების და კორესპონდეციების ბეჭვდა, ”ვაზიანის” ფსევდონიმით. მან გააცნო ილიას და ქართველ საზოგადოებას მარჯორი უორდროპი. 1904 წელს მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ პოლიტიკური პარტიების და ფრაქციების გამაერთიანებელ ჟენევის კონფერეციის მუშაობაში,რომელმაც მინად დაისახა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლა. 1903 წელს მისი დამხარებით, არჩილ ჯორჯაძემ და მისმა თანამოაზროვნეებმა პარიზული გამოცემის პირველი ქართული ეროვნულ-რევოლუციური გაზეთი “საქართველო” და მისი ფრანგული დამატება “Lა Gეორგე”.
---1905 წელს მისი დახმარებით ქართველმა სოციალისტ-ფედერალისტებმა ევროპიდან საქართველოში, გემ "სირიუსით" შემოიტანეს იარაღის დიდი პარტია. "სირიუსის" ეკიპაჟი შედგებოდა მისი თანამებრძოლი ფრანგი და ჰოლანდიელი ანარქისტებისაგან, ხოლო ეკიპაჟს მეთაურობდა მისივე მეგობარი, ცნობილი ჰოლანდიელი ანარქისტი ქრისტიან კორნელისენი. 1907 წელს მისი დიდი ძალისხმევით წარუდგინა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს რამდენიმე ათასი კაცის მიერ ხელმოწერილი “საქართველოს ხალხის კანონიერი უფლება – აღედგინა ეროვნული სახელმწიფოებრიობა”. 1910 წელს მონაწილეობდა ლონდონში გამართულ მსოფლიო ჩაგრულ-დაპყრობილ ხალხთა საერთაშორისო კონფერენციაზე და იცავდა საქართველოს უფლებებს. კონფერენციის მდივანი იყო მისი ფრანგი მეუღლე – ფრიდა. უკვე 72 წლის მოხუცი 1918 წელს ჩამოვიდა თავისუფალ საქართველოში,40 წელზე მეტი ხნის განდევნილობიდან. 1921 წლის თებერვალში, როცა ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო არმია დამოუკიდებელი საქართველოს უტევდა, ის თოფით ხელში დაადგა კოჯრის გზას, დასაკარგად განწირული თავისუფლების დასაცავად. 1921 წელს საბოლოოდ გაიხიზნა.
წყაროგრიგოლ რობაქიძე მასზე წერდა:"იყო ერთი ქართველი თავადი, ანარქისტი და თავდადებული მამულისვილი ვარლამ ჩერქეზისვილი. ქართული მას არ ემარჯვებოდა, საქართველოს ბავშვობიდანვე იყო მოწყვეტილი. იცოდა რუსული, ფრანგული და ინგლისური. სიკვდილის წუთებში, როდესაც ადამიანის მთელი არსი შეირხევა საუკუნიდან მოღწეული ფესვებით, უეცრად რუსულიც დაავიწყდა, ფრანგულიც, ინგლისურიც და მომაკვდავმა ქართულად იწყო ლუღლუღი."
"თუ მოიშლებოდა სახელმწიფო წყობილება საეთოდ - ანარქიზმის მიზანი ესაა - მაშინ რუსეთიც, რომელიც პრეისტორიული მამუტივით თავს აწვა საქართველოს, დაიმხობოდა სახელმწიფო მხრით და როგორც შედეგი ამისა, საქართველოც თავისუფლად ამოისუნთქავდა. აი, ქვეშეცნეული ხაზი ვარლამ ჩერქეზიშვილის პოლიტიკური ბრძოლისა."