#42362276 · 26 Sep 2014, 16:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ არავინ არ გამომეხმაურა და ისევ მე გადავწყვიტე თემის გამოცოცხლება.. მოგეხსენებათ ბავშვებში დიაბეტის პირველი ტიპით ავადდებიან რაც დაკაშირებულია მარტივი ენით რომ ვთქვათ, იმით რომ ორგანიზმი თვითონ ანადგურებს ინსულინ გამომუშავებელ უჯრედებს ანტისხეულების საშუალებით.. რასაც აუტოიმუნური პროცესი ქვია.. შესაბამისად წინა პლანზე ჰორმონ ინსულინის ნაკლებობა მოდის, ამიტომ ის მუდმივად უნდა მივაწოდოთ გარედან ნემსის საშუალებით, ინსულინის კანში შეყვანით.
რაც ჩემს შვილს დიაბეტი აქვს სხვაგვარ კვების რეჭიმზე გადავედით. დიაბეტურ სკოლაში, რომელიც დიღმის მასივშია, მოგვცეს სანიმუშო დიეტა, რომელიც პურის ერთეულებითა და კალორიებითაა დათვლილი.
დიაბეტოლოგიაში პურის ერთეული ცალკე ცნებაა, რაც ნიშნავს 12გრ. ნახშირწყალს (ნახშირწყალს იგივე შაქარს ეძახდნენ, რადგან ნახშირწყალი იშლება გლუკოზად, რაც იწვევს შაქრის დონის მატებას.) 12გრ . ნახშირწყალს შეიცავს მაგალითად 25 გრ. შავი პური.
ცილოვანი და ცხიმოვანი პროდუქტი(ეს უკანასკნელი გონიერ ფარგლებში) არ ახდენენ შაქრის დონეზე ზეგავლენას. ამიტომ როცა დიაბეტურ მენიუს ადგენთ უნდა ამ უკანასკნელთ მიანიჭოთ პრიორიტეტი და მხოლოდ ნახშირწყლებზე იფრთხილოთ. * * * თითქმის ყველაგან იყიდება დიაბეტური დამატკბობლები, მე პირადად სითხეს ვანიჭებ უპირატესობას, რომელიც იხმარება საკონდიტრო ნაწარმის გამოცხობისას..
პირადი გამოცდილებიდან შემიძლიათ გითხრათ რომ უშაქროდ გაკეთებული ვაშლის პავიდლო, ძალიან გემრიელია და დილით კარაქიან პურზე გადასმა არ ახდენს განსაკუთრებულ ზეგავლენას შაქრის დონეზე, განსაკუთრებით შიგნით უშაქრო ვანილსაც თუ უზავთ.
ვუკეთებ ხოლმე ბლინებს, როემლიც მარილით წყლითა და სოდა ძმრით კეთდება. ფქვილს გრამობით ვითვლი 20გრ. თეთრი ფქვილი 1 პურის ერთეულია, ხოლო თუ სერი ფქვილი იშოვეთ 25გრ. შუაში ვაშლის პავიდლოს წაუსმევთ და ისე მიირთმევს პატარა.
შეგიძლიათ აჭამოთ ყიყლიყო, შეუწვათ კარტოფილი, მხოლოდ დაითვალოთ პურის ერთეულები შემწვარი კარტოფილი 40გრ არის 1 პურის ერთეული.
|