ერთი წლის წინ ვიყიდე მანქანა, რომელიც ჩემს სახელზე გამოაგზავნეს და შესაბამისად განბაჟების გაკეთებამაც მე მომიწია. განბაჟებისთვის საგადასახადოში დამარეგისტრირეს როგორც ფიზიკური პირი და მომანიჭეს რაღაცა საგასადახადო კოდი, ნუ პრინციპში აზრზე არა ვარ რეალურად რა და როგორ, როგორც ყველას მითხრეს რომ ასეა საჭირო და მიტომო. ვიკითხე რამე გადასახადების გადახდა ხომ არ მომიწევსთქო და თუ ერთი წლის განმავლობაში გაყიდიო საშემოსავლოს გადაიხდიო, ისე არაფერიო, დღეს კი მომდის რაღაცა საგადასახადო შეტყობინება თავისი პრეისკურანტით, თურმე ფული მაქვს გადასახდელი. აქ ეხლა თანხებს თავი დავანებოთ და რისთვის და რატომ უნდა გადავიხადო თუნდაც ერთი თეთრი??? რით ვერ ამოვედი სახელმწიფოს ვალიდან? არადა საბაჟო გადასახადი არც ისე ცოტა იყო

თუ კანონი საერთოა და ყველამ უნდა გადაიხადოს, რატომ მომდის მარტო მე ესეთი შეტყობინება და სიტყვაზე რატომ არ მისდის პეტრეს, რომელმაც უკვე განბაჟებული მანქანა იყიდა და საგადასახადოში დარეგისტრირება არ დაჭირდა? მაშინ ვისაც მანქანა ყავს ყველამ უნდა იხადოს არა თანხა? მოკლედ ბარდაგია რა, იქნებ ამიხსნათ ვინმემ რაშია საქმე? უნდა გადავიხადო ყველა ვარიანტში?
და კიდევ ერთი კითხვა, როგორ შეიძლება რომ სგადასახადოში გავაუქმო ეს ჩემი რეგისტრაცია? ბოლო-ბოლო შპს-ს გაუქმება შეიძლება და ამ კოდის გაუქმება არ შეიძლება????
This post has been edited by llev on 1 Sep 2006, 13:45
"შინდისი კი არა, თქვენ სინდისი დაკარგეთ"!....