იმიტომ რომ პლანი, წამალი, უნდა შეიძინო იმ პირისაგან, ვინც ამას ავრცელებს!! ხოლო ნარკოტიკული, ნივთიერებების გადაზიდვა,გადაგზავნა, გაყიდვა და სხვა(აღარ მახსოვს მუხლის ზუსტი ფორმულირება) იკრძალება, ამასთან ნარკოტიკის მოხმარების დროს შენ ყველაზე ნაკლებად ფიქრობ თვითმკვლელობაზე, ხოლო ამ ნივთიერებათა ზემოქმედების ქვეშ უამრავი ადამიანი იდენს სხვადასხვა დანაშაულობებს!
ანუ იხმარ რა ნარკოტიკულ ნივთიერებას ხელს უწყობ მის გავრცელებას, ესე იგი სტიმულს აძლევ გადამყიდველს განაგრძოს ეს დანაშაული-ბიზნესი, ასევე ხდები კიდევ ერთი პოტენციური დამნაშავე. ეხლა აღარ ვლაპარაკობ იმ სოციალურ საშიშროებაზე რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების მხმარებას მოაქვს თითოეული პიროვნებისათვის, რომ ის ხდება საზოგადოებისათვის გამოუსადეგარი


და სხვა
სახელმწფო ვალდებულია დაიცვას თავისი თითოეული მოქალაქე, ხოლო ამისათვის მას ზოგიერთი ქმედების კრიმინალიზაცია უხდება