#3711487 · 6 Sep 2006, 18:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნარდობის ხელშეკრულება არის გარკვეული სამუშაოს შესრულების ხელშეკრულება. ანუ როცა ერთი მხარე (მენარდე) ვალდებულებას კისრულობს, რომ შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო მეორე პირის (დამკვეთის) სასარგებლოდ.
მაგალითად ნარდობის ხელშეკრულებაა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის ხელშეკრულება სამშენებლო კომპანიასთან, რომლითაც მენარდე (სამშენებლო კომპანია) ვალდებულებას კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო - ააშენოს მრავალბინიანი კორპუსი და გადასცეს დამკვეთს. ნარდობა გავს ნასყიდობას, ოღონდ იმ განსხვავებით რომ ნარდობისას მენარდემ ნივთი უნდა დაამზადოს. ამასთან, დამზადება შეიძლება მოხდეს როგორც მენარდის ისე დამკვეთის მასალით. თუ მენარდე საკუთარი მასალით ამზადებს ნივთს, მაშინ დამზადების შემდეგ საკუთრების უფლება ამ ნივთზე ჩვეულებრივ უნდა გადასცეს დამკვეთს, მიუხედავად იმისა რომ მან ეს ნივთი საკუთარი მასალით დაამზადა.
This post has been edited by llev on 6 Sep 2006, 18:10
|