დეტალურად მივყვები რა მოხდა და როგორ.
საღამო, 1 ივლისი. იწყება ბრაზილია - საფრანგეთის მატჩი,
მთელი ოჯახი ვზივართ ტელევიზორის წინ და ვუყურებთ თამაშს.
ვგრძნობ რომ საფრანგეთი მოიგებს.
ამ დროს ისმის ობოლაძის ხმა - თქვენი პროგნოზი შეგიძლიათ SMS -ის სახით გამოაგზავნოთ მატჩის 70 წუთამდე ნომერზე 4545, მიუთითეთ რომელი გუნდი გაიმარჯვებს.
ასეთ გათამაშებებში საერთოდ არ ვმონაწილეობ რადგან თანხის დადება არ მიყვარს. თუმცა დამაინტერესა მეთქი რა ეღირება და ერთი SMS გავაგზავნე.
შევამოწმე ბალანსი და აღმოვაჩინე რომ მხოლოდ SMS-ის ღირებულება ანუ 3 თეთრი (მე-4 ანგარიში) ჩამომეჭრა.
კი მეუცნაურა მარა გამახსენდა რომ პეპსის გათამაშებაშიც SMS ნომერზე 2323 იგივე 3 თეთრი ღირს და ვიფიქრე რახან მაგთი სპონსორია ალბათ დამატებითი ტარიფი არ აქვს დაწესებული თქო და დავიწყე SMS-ების გზავნა 4545-ზე ტექსტით - "საფრანგეთი მოიგებს."
იხ.სურათი.

რამდენიმე sms გაგზავნის შემდეგ კვლავ გადავრეკე ბალანსის გასაგებად დავრეკე #900-ზე
(იხ. სურათი) და ვნახე რომ ანგარიშს მხოლოდ SMS ღირებულება აკლდებოდა ამის შემდეგ უკვე თამამად გავაგრძელე SMS-ების გზავნა.

ჯამში სადღაც
50 SMS გავაგზავნე ტექსტით "საფრანგეთი მოიგებს".
და მართლაც საფრანგეთმა მოიგო ! თუმცა მე მოგებული არ აღმოვჩნდი, და ეჭვის ქვეშ ვაყენებ ფაქტს რომ ვინმეს მატჩის 70 წუთამდე სწორი პროგნოზით 50 -SMS -ზე მეტი გაეგზავნოს !
ეხლა რა ხდება,
ეს ყველაფერი იყო 2 ივლისის ღამეს.
შემდეგ მთელი დღის განმავლობაში ვიყენებდი მობილურს. WAP ინტერნეტშიც შევდიოდი (თუ ანგარიშზე თანხა არ გაქვს ინტერნეტში არ შეგიშვებს)
ეს დღეც გავიდა.
3 ივლისი - ამ დღესაც ჩვეულებრივად შევდიოდი ინტერნეტში
(იხ. სურათი) იმიტომ რომ ანგარიშზე თანხა მქონდა !
და აი 4 ივლისს გამთენიისას ინტერნეტში რომ ვეღარ შევედი მეთქი ალბათ ბალანსი ამომეწურა თქო გავარდი და თეთრი ბალი ვიყიდე. მარა მისი გააქტიურების შემდეგ კვლავ რომ არ შევიდა ინტერნეტში გადავრეკე და აღმოვაჩინე რომ
ჩემი დავალიანება -18 ლარი იყო ! 
შემდეგ გადავრეკე მაგთის ოფისში ! იქ მომუშავე
მაგთის თანამშრომელმა სხვასთან ერთად ისიც მითხრა რომ ეს ყველა SMS მე მატჩის დამთავრების შემდეგ - ანუ დილით გამიგზავნია ! (რბილად რომ ვთქვათ გიჟად გამომიყვანა) ე.ი.
2 ივლისის ღამეს გაგზავნილი 50 SMS-ის ღირებულება ანუ თითოზე 50 თეთრი ანგარიშიდან ჩამომეჭრა 2 დღის შემდეგ და ამის მერე თქვას ვინმემ რომ მაგთის გამართული სისტემა აქვსო !
კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მე ანგარიშიდან მაკლდებოდა მხოლოდ SMS ღირებულება 3 თეთრი და უცბად ორი დღის მერე ჩამომეჭრა 25 ლარი !
როგორც წესია მისი ღირებულება რომ ჩამომჭრიყო გაგზავნისთანავე ან თუგინდ 10 წუთის შემდეგ - მე ხომ არ გავაგზავნიდი და არ ვიზარალებდი !
მაგთის გაუმართავი სისტემის წყალობით მე 25 ლარი ვიზარალე! ყველანაირი გაგებით მე ვარ კომპანიის დაუდევრობით დაზარალებული აბონენტი და თუ კომპანიას თავი მოაქვს რომ იგი სამართლიანი, გამჭირვალე და ძლიერი კომპანიაა ამინაზღაუროს ზარალი ! და თუ არ ამინაზღაურებს თქვენ თავად განსაჯეთ თუ რანაირი პოლიტიკა აქვს მაგთის მის გამო დაზარალებულ კლიენტებთან ! P.S. ფორუმის ის წევრები ვინც ამ პოსტს კომენტარს გაუკეთებენ და არიან მაგთის თანამშრომლები შეუძლიათ დატოვონ მათი საკონტაქტო ინფორმაცია და თავისუფალ დროს უპრობლემოდ მივალ მათთან მაგთის ოფისში და დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს !