mususaსაქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველი პირმა შესაბამისი განცხადება უნდა შეიტანოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, ან თუ ეს პირი საქართველოში არ ცხოვრობს, მაშინ შესაბამისი ქვეყნის საელჩოს ან დიპლომატიურ წარმომადგენლობას უნდა მიმართოს. უკიდურეს შემთხვევაში განცხადება შეიძლება გაეგზავნოს საქართველოს პრეზიდენტს.
თუ განცხადება დაკმაყოფილდება (განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს), მაშინ იგი გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს და თუ პრეზიდენტი დააკმაყოფილებს ამ განცხადებას, მაშინ იგი გამოსცემს ბრძანებულებას. განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
გაითვალისწინე, რომ იუსტიციის სამინისტრო პირს უარს ეტყვის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე, თუ ამ პირს სახელმწიფოს წინაშე აქვს შეუსრულებელი ვალდებულება, არ აქვს მოხდილი სამხედრო სავალდებულო სამსახური (თუ ადამიანი მოქალაქეობიდან გასვლას ითხოვს, რა საჭიროა მას მოსთხოვო სავალდებულო სამსახური არ მესმის, მას ხომ აღარ უნდა შენი ქვეყნის მოქალაქეობა, მაგრამ რას იზამ ასეთია კანონი) ან აქვს ქონებრივი ვალდებულება მოქალაქეთა, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ორგანიზაციათა მიმართ.
ეს კი არის დებულება მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის წესის შესახებ, სადაც გაწერილია მოქალაქეობიდან გასვლის და სხვა მსგავსი საკითხების განხილვა-გადაწყვეტის პროცედურები. ჩამოტვირთე და ისიამოვნე
This post has been edited by llev on 5 Sep 2006, 14:02
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 160 )
brdzanebuleba.rar