ხალხო ნუ აშინებთ ერთმანეთს. ნახევარ საქართველოს აქვს ეგ ოპერაცია გაკეთეული და ჯერ არავინ მომკვდარა ტკივილისგან

ოპერცია კი არა თითი რო გაიჭრა ეგაა მტკივნეული, მაგრამ საოპერაციო ვინც ხართ და არ იკეთებთ ტკივილი მერე ნახეთ ეგ დაავადება რო გაგიმწვავდებათ. სანამ მარტივი ფორმები გაქვთ მანამდე გაიკეთეთ რო შედარებით ნაკლები ნაკერი დაგჭირდეთ. არაფერი გაუსაძლისი მაგაში არაა. ნამდვილად ჯობია ოპერაცია გაიკეთო და მერე მთელი ცხოვრებო ჭამო დალიო რაც გინდა ისე რო არაფრის გეშინოდეს. ოპერაციის ღამეა ყველაზე რთული. ვერავის ვერ უყუჩებენ ტკივილს რაც არც უნდა გაგიკეთონ მარა ოპერაციის მეორე დღეს უკვე ჩვეულებრივად გამაყუჩებლით ყუჩდება ტკივილი.
არ ვიცი ვინ სად გაიკეთეთ მე ქარაბაკთან გავიკეთე. ხოდა ეხლა ქარაბაკთან ოპერაციიაზე მოგიყვებით. პირველ რიგში აქ ფორუმზე გაგებული მქონდა რო მაია ძალიან უხეში და ხისტი ქალია მარა არაა ეგეთი მონსტრი აქ როგორც ხატავენ. პირიქით ძალიან ჯიგარი, ყურადღებიანი და კაი იუმორის მქონე ქალია. უბრალოდ რასაც გეტყვის ის უნდა გააკეთო და არა პირიქით. მიუედავად იმისა რო საკამოდ რთული პაციენტი ვიყავი, თითის დადებაზეც რო მთელი ორგანიზმი მეჭიმებოდა მაინც ძალიან ჯიგრულად იყო ჩემთან ბოლომდე და საერთოდ არ უუხეშია ან რამე ცუდათ უთქვამს. რაც მთავარია ძალაინ მაღალი დონის პროფესიონალია და რა დატვირთული გრაფიკიც არ უნდა ქონდეს ყოველთვის ბოლომდე აქცევს თავის პაციენტებს ყურადღებას. და თუ ვაიდა შეამჩნია რო პაციენტს მედდამ თავის დროზე არ მიაქცია ყურადღება, ან გადახვევა არ გაუკეთა ან ტკივილგამაყუჩებელი ღამით ან რამე დაეზარა, მერე იმ მედდას ძალიან ცუდი დღე ადგას. სულ მეუბნებოდა მადლობის გამო არავინ გიკეთებეს აქ არაფერს, ამაში ფული გაქ გადახდილი და არასდროს მოგერიდოს რომელი საათიც არ უნდა იყოს მედდასთან ან ნებისმიერ ექიმთან მისვლაო. მოკლედ ძალიან ჯიგარი ქალია მაია.
ეხლა ოპერაციას რაც შეეხება. ოპერაციის მეორე დღეს მქონდა მარტო დიეტა, დანარჩენი დღეები არა. საავადმყოფოში რო ვიწექი მეგობარს მაკდონალდსიდან ჰამბურგერები მოვატანინე და იმით გავსკდი

ახლობლები რო მეკითხებოდნენ რა მოგიტანოო რა გეჭმევაო ვეუბნებოდი ყველაფერითქო, არ ეჯერათ მერე მაიასთან მიდიოდნენ და ეკითხებოდნენ

არანაირი აკრძალვა საკვებზე არ მქონია ერთადერთი ვერიდებოდი ისეთი რამის ჭამას რასაც შეიძლებოდა კუჭის აშლა გამოეწვია რო ისევ მე არ დვტანჯულიყავი და არ მერბინა წინ და უკან ტუალეტში. მოკლედ დიეტები და ეგეთები არ მქონია 1 დღის მეტი, რაც ძალაინ კაია. არც ქატო არ მიჭამია არც ერთი დღე, მიუხედავად იმისა რო რეკომენდირებული იყო.
გადახვევებიც საკმაოდ გაძლებადია. საფენს გადებენ გარედან და არ გიკეთებენ ტამპონს. ჯერ საფენიც არაა დიდად სასიამოვნო და ტამპონი წარმომიდგენია რა მტკივნეულია. არ ვიცი აქ წინა გვერდებზე ვიღაც იძახდა რეკლამაში მითვლიანო მარა რავიცი რეკლამას არაფერს ვუკეთებ უბრალოდ ვამბობ იმათთვის ვინც ოპერაციის გაკეთებას გეგმავს რომ სხვადასხვა კლინიკები შეადაროს ერთმანეთს და ისე გადაწყვიტოს რომელია თავისთვის უფრო სასურველი.
რაბილიტაციის პროცესი რთულია. 4-5 დღე გტოვებენ საავადმყოფოში თუმცა თუ მაიამ შეატყო რო შენ სახლში გადახვევებში ვერავინ გეხმარება, ან გჭირდება კიდე მეთვალყურეობის ყოფნა 5 დღეზე მეტიც დაგტოვებს, იქამდე სანამ შენ არ ეტყვი დავიღალე გამიშვიო

უკეთ დღითიდღე არ ხდები. უცბად ხდები უკეთ. ტკივილი საგრძნობლად იკლებს მე-9 დღეს. დავიძინე გავიღვიძე და უკეთ ვიყავი. მერე ისევ ესე მოხდა. მე-9 დღიდან სადღაც 17-18 დღემდე ერთნაირად ვიყავიმერე დავიძინე გავიღვიძე და გაცილებით უკეთ ვიყავი. 1 თვის თავზე აი ზუსტად 1 თვის თავზე უკვე ტკივილი საერთოდ აღარ მქონდა კუჭში გასვლის დროსაც კი.
სიარული და დაჯდომა ოპერაციის მეორე დღესვე შეგიძლიათ. უბრალოდ ეხლა ეს იასნად რ ნიშნავს რო გაიქცევი და ფეხბურთს ითამაშებ ან ქალაქს შემოივლი ფეხით. უბრალოდ შეზღუდვა არ გაქ. პირიქით კაია როცა დადიხარ ან ზიხარ.
ეხლა თვითონ საავადმყოფოს რაც შეეხება. სისუფთავე დაცულია უმაღლეს დონეზე ამაზე პრობლემა არაა მარა თვითონ საავადმყოფო საკმაოდ ძველი და არათანამედროვეა. ეს ცუდი მხარეა საკმაოდ. არ ვიცი იმედია გააკეთებნ და გაარემონტებენ მალე თორე არ შეეფერებათ ეგეთი საავადმყოფო ნამდვილად. უბრალოდ იქიდან გამომდინარე რო ზეპროფესიონალია მაია, მაგის გამო 4-5 დღე საავადმყოფოს აიტან და სამაგიეროდ იმის გარანტი გაქვს რო ეს დაავადება აღარ შეგაწუხებს.
პ.ს. კუნთოვან სხეულს არ ეხებიან, არც აზიანებენ, ამიტომ მაგის ნუ შეგეშინდებატ რო მერე შეუკავებლობა არ დამემართოსო. მაიასთან ეს 100% გამორიცხეთ.
მოკლედ საკმაოდ დიდი პოსტი გამომივიდა მარა იმედია ვინმეს დავაეხმარები გამოცდილების გაზიარებით. თავის დროზე სხვისი გამოცდილება დამეხმარა მეც. წარმატებები და გამოჯანმრთელება ყველას
ერთია მასპინძელი გუნდის ფანების პროვოცირება და მეორე ''სტუმარის'', რომელიც ასევე მეორე ''სტუმარის'' მიმართ პროვოცირებს.© ROBERY