დღეს 482 წელი გავიდა კახეთის წმინდა დედოფლის, საქართველოს მნათობის ქეთევანის წამებიდან
დღევანდელი დღე არის ქართული უდრეკი სულის ზეიმის დღე!
დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ ქართველობა ქრისტეს გზას არასდროს არ უღალატებდა
დღევანდელ დღეს დამტკიცდა, რომ სუსტი ქართველი ქალიც კი ძლიერი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ირანის მბრძანებელზე
დღევანდელ დღეს, კათოლიკურმა ევროპამ კიდევ ერთხელ გაიგო, რომ ქრისტიანობის აღმოსავლური ბურჯი - ივერია კვლავ ღირსეულად იდგა წმინდა სარწმუნოების დაცვის სადარაჯოზე
დღევანდელი დღემ ათქმევინათ ევროპელებს: რომ არა საქართველო, ვენაში დღეს მეჩეთი იდგებოდაო
დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ზეიმობენ ჩვენი ფერეიდნელი თანამემამულეები....
გილოცავთ ქეთევანობას!!!
მიმაგრებული სურათი