კარგი თემაა , გუმარჯოს ყველას
მე თუ ვთამაშობ ტოტალიზატორზე მხოლოდ ჩოგბურთს ასე რომ Tennis Prediction ები ჩემზე იყოს
დღეს ავსტრალიის Grand Slam ზე კაცების ბადეში ოთხი თამაშია რომლიდანაც დღეს მხოლოდ ერთზე გავამახვილებ ყურადღებას
დავიდ ფერერი (ესპ) (11) -

ფაბრი სანტორო (საფ)
1 1,45 (აჭარა) (სხვა ტოტალიზატორში შეიძლება უფრო მაღალი კოეფიცენტი ჰქონდეს)
ურთიერთშეხვედრები 1:0
2005 ATP Masters Series Canada, Hard
Montreal, Canada Ferrer 3 6 6 1 6 2
ფერერი უნივერსალი ჩოგბურთელია თანაბრად წარმატებულია როგორც გრუნტზე ასევე მაგარსაფარიან კორტებზე
ამ ტურნირიდან გამოთიშა ისე ძლიერი ჰარდ კორტის სპეციალისტები როგორებიცაა (ფლორან სერა (იანვრის დასაწყისში მოიგო ადელაიდის ტურნირი) , დანიელე ბრაჩიალი (ტიპიური ჰარდის მოთამაშე) და მარიო ანჩიჩი (ამ კაცის სიძლიერეს ჩემი კომენტარი არ სჭირდება))
ერთი სიტყვით ფერერი ამ შეხვედრას დასვენებული და ძალიან კარგ ფორმაში ხვდება
სანტორო ერთერთი საუკეთესო ჩოგბურთელი წყვილებს შორის , ერთერთი ყველაზე ბებერი (33 წლისაა) მთელ ტურზე და ჩემის აზრით ნაღდად ყველაზე მუშა და მებრძოლი ჩოგბურთელი დღევანდელ დღეს
იმდენად გამოუცნობადი ჩოგბურთელია რომ ვისაც არ უნდა ეთამაშოს ყველასთან ყველაფერია მისგან მოსალოდნელი (წელს ფედერერთან წააგო (6:7,6:7))
ამ ტურნირზე იმსხვერპლა : სპეიდი , პაველი და გაუდიო

(ჩემი ჯილა) თამაში ხუთსეტიანი (მაგარი დამღლელი) გამოვიდა სადაც 2 სეტის მერე სანტოროს აშკარად დაეტყო დაღლა რასაც ფერერი ნაღდად არ აპატიებს გაუდიოსგან განსხვავებით , რომელიც ბოლო სეტში უბრალოდ გადაიწვა თორემ დღეს სანტორო ს მაგივრად ფერერ - გაუდიოს ჯახს ვნახავდით
გუშინვე სანტორომ ითამშა წყვილებში სამ სეტიანი ( ესეც საკმაოდ დამღლელი ) , ამ ყველაფრის შემდეგ უბრალოდ შეუძლებელია დღეს ფაბრისა მთელი თავისი 100 % ით გამოვიდეს
სიტყვაც გამიგრძელდა უბრალოდ შევეცადე დამედასტურებინა ჩემი პროგნოზი
წარმატებები