კვირიკაშვილი კომუნისტური ეკონომიკური ჭაობისკენ გვაბრუნებს, ახალი სახელმწიფო უწყების შექმნით ჯაჭვლიანისთვის.
იმის მაგივრად კერძო სექტორი გააძლიერონ , ისევ სახელმწიფო უწყებებს ქმნიან და ამით ანელებენ განვითრებას.
http://www.kvirispalitra.ge/politic/31218-...ps-s-qmnis.html მთავრობა სოსო ჯაჭვლიანისთვის სპეციალურ შპს-ს ქმნის?!
მთავრობა სოსო ჯაჭვლიანისთვის სპეციალურ შპს-ს ქმნის?!
24-08-2016
მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სახელმწიფო შპს შეიქმნება, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკის მინისტრთან ერთად, რამდენიმე დღის წინ, კურორტ თეთნულდის განვითარების გეგმა განიხილა. ამ მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში იგეგმება მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სახელმწიფო შპს-ის შექმნაც.