#3921489 · 9 Oct 2006, 20:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ რა საქართველოს შძ შემადგენლობაში: ვფიცავ პირნათლად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე; ვფიცავ კეთილსინდისიერად შევისწავლო სამხედრო საქმე, ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები; ვფიცავ, მტკიცედ დავიცვა მხედრული დისციპლინა, როგორც სახელმწიფოს სიძლიერის საფუძველთა საფუძველი; ვფიცავ, შევინახო ჩემთვის მონდობილი სამხედრო საიდუმლოება, შევასრულო სამხედრო წესდებათა ყველა მოთხოვნა და მეთაურის ბრძანება; ვფიცავ, მტკიცედ დავდგე საქართველოს სადარაჯოზე და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვიბრძოლო მტერზე გამარჯვებისათვის; თუ გავტეხ ამ ფიცს, პასუხისმგებელი ვიქნები ღვთისა და ქვეყნის წინაშე. გვფარავდეს ღმერთი.
|