Dark_Angell
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Members
წერილები: 32082
წევრი No.: 5829
რეგისტრ.: 29-July 04
|
#3907976 · 7 Oct 2006, 18:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არმენ ავაეტესიანი: მე არასოდეს დამიმალავს, რომ ჯავახქი ძირძველი სომხური მიწაა და სომხეთს უნდა დაუბრუნდეს, დანარჩენებზე მოვილაპარაკებთ…
ჯავახეთის თემა დღეს ზალზე აქტუალურია, მეზობელი სომხეთის პოლიტიკურ წრეებში. ერთნი ღიად აფიქსირებენ თავიანთ რადიკალურ პოზიციას, სხვები დიპლომატიურად საუბრობენ, მაგრამ ყველა მაინც ერთს ფიქრობს-იქ,სადაც სომხები ქომპაქტურად ცხოვრობენ, ყველაფერი სომხურად უნდა იყოს… სომხეთში ვისაც უნდა შეეკითხოთ, ყველა გეტყვით, რომ ჯავახეთის სომხურ მოსახლეობას პრობლემები აქვს, მაგრამ ამ პრობლემების დიდი ნაწილი რომ ქართული ენის უცოდინარობის ბრალია (რომელსაც შეგნებულად არ სწავლობენ), ამას არავინ ახსენებს,დღევანდელ ნომერში “ასავალ-დასავალის” მკითხველს მეტათ საინტერესო შეხვედრა მოელის ქართველი ერის “დიდ მეგობართან” სამოქალაქო გაერთიანება “სომხურ-არიული ორდენის” თავჯდომარე არმენ ავეტესიანთან.
კ-ბატ.არმნ! რას ნიშნავს თქვენი მოძრაობის სახელწოდება “სომხურ არიული ორდენი”? პ-ჩვენ ვართ სამოქალაქო გაერთიანება და გვსურს არიულ კულტურას დავუბრუნდეთ, რადგან სომხები არიელები არიან და საკუთარი წვლილის შეტანას ვაპირებთ ინდოევროპული ცილივიზაციის აღდგენის საქმეში. გვყავს ყარაბაღის ომის ვეტერანებიც, რომლებიც ახალგაზრდა თაობის სამხედრო და იდეოლოგიური მომზადებით არიან დაკავებული…. “არიულ ორდენს” მეგობრობა სურს ყველა მეზობელთან, თუმცა საქართველოსთან გვაქვს ცალკეული პრეტენზიები….. კ-რომელ პრეტენზიებს გულისხმობთ? პ-ჩვენი მთავარი პრობლემა ჯავხქის საკითხია, რომელსაც თქვენ ჯავახეთს ეძახით. Mე როგორც ნაციონალისტს, მიმაჩნია, რომ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს და თუ ასე მოხდება, ჩვენ კეთილი მეზობლები გავხდებით ერთმანეთისათვის! კ-როგორ უნდა მოგვარდეს? პ-არსებობს ორი მთავარი საკითხი: ტერიტორიული მთლიანობა და ერთა თვითგმორკვევა. მე არასოდეს დამიმალავს, რომ ჯავახქი ძირძველი სომხური მიწაა სა სომხეთს უნდა დაურუნდეს, დანარჩენზე მოვილაპარაკლებთ……. კ-რა გზით აპირებთ ამის გაკეთებას? პ-ნებისმიერი გზით. თუ ომი მოგვიწევს, უნდა ვიომოთ რათა სამშობლო დავიბრუნოთ. კ-ე.ი. ყარაბაღის საკითხი გადაწყვიტეთ და ახლა ჯავახეთის ჯერი დადგა? პ-არა, მე მათ ერთმანეთს არ დავუკავშირებდი,თუ მოვრიგდებით შეიძლება ჯავახეთი მშვიდობიანათ მივიღოთ. Aრსებობს მსოფლიო ისტორია-საკმარასია სავხედოთ მსოფლიო რუკებს, ძირძველ სომხურ და ქართულ ტერიტორიებს, და ისე გავარკვიოთ სიმართლე, ყველაფერი დღესავით ნათელია. ისტორიული სამართლიანობა უნდა აღდგერს.
“ჯავაქი” იყო ჩვენი, ახლაა თქვენი, მოგვცემთ მშვიდობიანად? ხომ კარგი, არადა ომი გარდაუვალია!
კ-ეგბა ჯერ კალიფორნიის შტატიდან დაგეწყოთ ბატ.არმენ? იქც ბევრი სომეხი ცხოვრობს….. პ-არა კალიფორნია არ გვჭირდება, ის ჩვენი არ არის და არ გვინდა გაშარჟება საკითხის. Aი თქვენ ამბობთ რომ ქართველი ხართ. ვინ არის ქართველი? მეგრელიც ქართველია, სვანიც, გურულიც, ლეჩხუმელიც, ოსიც? რომელი ტერიტორიაა თვენი შეგიძლიათ მითხრათ? პ-ყველა ქართველია ოსის გარდა ბატ.არმენ. პ-არა ას ეარ ხდება, რომ ყველა ქართველი იყოს. Aრის პრობლემა დფა ის უნდა გადაწყდეს. კ-და მაინც რა შანსები გაქვთ? თქვენ ხომ ერთად-ერთი ქრისტიანული საქარველოს მეშვეობით უკავშირდებით თქვენს რუსეთს და გინდათ, რომ სომხეთს ეს გზაც ჩაეკეტოს? პ-სწორედ ასეთ გეოპოლიტიკურ არეალში რომ ვცხოვრობთ ამით სარგებლობს ბოროტად საქართველო. მე სულაც არ ვთვლი რომ რუსეთი ჩვენი მოკავშირეა, ის არაფერში გვეხმარება, ჩვენი ყველაზე კეთილი მეზობელი ირანია!
“თუ ომი მოგვიწევს უნდა ვიომოთ რათა სამშობლო დავიბრუნოთ”
თუ ექნებოდა “ჯავახქს” ერთი კარგი ავტონომია თავისი სახელმწიფო ენით, ისტორიის სწავლებით, ეროვნული სკოლებით ძალიან კარგი იქნება. ომი ჩვენი თვითმიზანი არ არის…. კ-განა ახლა აკლიათ სომხური განათლბა, ვერ ინარჩუნებენ საკუთარ კულტურას? პ-მე ახლახან მოვიარე ჯავახეთის სკოლები და კედლებზე იყო გაკრული პლაკატები-“მე ქართველი ვარ!” ას ეარ შეიძლება, როცა იქ ყველა სომეხია, სამართალწარმოება ქართულად არ უნდა იყოს. კ-საფრანგეთში უფრო მეტი სომეხი ცხოვრობს, მაგრამ ყველაფერი იქაურ სახელმწიფო ენაზეა! Aმაზე რატომ არ იმაღლებთ ხმას? პ-სწორედ ამიტომ გვინდა ავტონომია საქართველოში რომ ყველაფერი სომხრად გვქონდეს. აფხაზეთს რომ ყველაზე დიდ ავტონომიას სთავაზობთ, სომხებს არ გვეკუთვნის ერთი კაგი ავონომია? Yველა რომ ქართულად ალაპარაკდეს სამართალწარმოება რომ ქართულად იყოს ხომ გადაგვარდა ჩვენი ხალხი “ჯავხქში”? უკვე სომხური ეკლესიების ქართულად გადააკეთეს, ას ეარ შეიძლება! კ-ძალზე საინტერესო მოსაზრებები გაქვთ პ-ეს ყოველივე ჩვენ ყარაბაღში უკვერ გავიარეთ…… ნახიჭევანში მთლიანად წაშალეს სომხური კვალი…. კ-ე.ი. ნახიჭევანიც სომხური მიწა ყოფილა? პ-რა საკვირველია.ჩვენ ისტორიით უნდა ვიხემძღვანელოთ, გადახედეთ ძველი საბერძნეთის, რომის, სპარსეთის ისტორიას-ეს სომხური მიწებია (?!)იქ ქართული არაფერია……. ღუქერბი ყველაფერზე მეტყველებენ, თავად უცხოელი ჟამთააღმწერლები წერენ ამას. კ-ე.ი. თქვენ”დიადი სომხეთის’ აღდგენა გინდათ? პ-არა მთლად მასე არაა. Mხოლოდ მთიანი ნაწილის. Pირველ რიგში ‘ჯავახქის’ სომხებმა ავტონომია უნდა მიიღონ, რათა გადარჩნენ როგორც სომხები, და თვითმყოფადობა არ დაკარგონ. კ-სად არის გარანტია, რომ ჯავახეთის ავტონომიის მიღების შემდეგ ავტონომიის უმაღლესი საბჭო არ მიიღებს დადგენილებას საქართველოდან გასვლის და სომხეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ. განა ყარაბახში ასე არ გააკთეთ? პ-წინასწარ რამის თქმა ძნელია… რათქმა უნდა, არაფლის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ თუ ავტონომია არ იქნება შეიძლება სომხეთან შეერთების საკითხი უფრო ადრე დადგეს დღის წესრიგში. კ-თქვენ ალბათ ჯავახეთს ხშირად სტუმრობთ, ხვდებით იქაურ მოსახლეობას. პ-რა საკვირველია, იქიდანაც ხშირად ჩამოდიან. ამჟამად ჯავახეთის სომხურ სკოლებში სომხეთის ისტორიის სწავლება მინიმუმამდე შეამცირეს, მისი ჩანსაჩვლება საქართველოს ისტორიით უნდათ…… ერთი სიტყვით, თუ ‘ჯავახქის’ საკითხი არ გადაწყდა, გამწვავება იქნება. Gანა თქვენ ქართველებს, გულზე არ მოგხვდებათ თქვენს თანამემამულეებს სხვა ქვეყანაში ცუდად რომ მოეპყრან? კ-ცალკეული რუსი პოლიტოლოგები და პოლიტიკოსები საქართველოს მესამე კონფლიქტური კერით ჯავახეთით აშინებენ, არ გეცვენებათ რომ თქვენ და თქვენნაირებს რუსეთი ბრმა იარაღად გიყენებთ საქართველოს წინაამღდეგ? პ-არა მე ას ეარ ვფიქრობ. ჩვენ არავის ბრმა იარაღად არ ვიქცებით, ასეთი რამ არც ქართველებს აწყობთ,არც სომხებს…. Uბრალოდ,’ჯავახქის’ საკითხი უმაღლეს დონეზე უნდა დაისვას და მშვიდობიანათ გადწყდეს.
კ-სომხურ პოლიტიკურ წრეებში ვინ იზიარებს თქვენს მოსაზრებებს? პ-‘დაშნაკური პარტია’, ნაციონალური პარტია-‘სამშობლოსათვის’ ‘ასალა’, ‘არარატის ფიცი’, ყარაბაღის ომის ვეტერანები….. კ-თქვენ წინაამღდეგი ხართ იმისა, რომ ჯავახეთში ქართველ ეკომიგრანტებს ასახლებენ? პ-რათქმა უნდა ხომ შეიძლება სხვა რეგიონებში ჩაასახლონ, რაღა სომხებით დასახლებულ სოფლებს და რაიონებს მიადგნენ? Eს დემოგრაფიულ სურათს შეცვლის, რაც ჩვენ არ გვაწყობს, ჯავახეთში უმრავლესობა სომხები არიან და ასეც უნდა დარჩეს. კ-ე.ი. საქართველოს მიწაზე მეორე სომხეთის შექმნა განგიზრახავთ. პ-რატომ მეორე? ‘ჯავახქი არის სომხეთი…… უბრალოდ თქვენ ის მოიპოვეთ, მაგრამ თუ იქ ქართველები მომრვლდებიან მაშინ ‘ჯავახქის’ გასათავისუფლებლად ომი მოგვიწევს.
პ.ს. ახლა ყველასათვის ცხადი შეიქმნა თუ ვინ და რა ძალები აქეზებენ ნინოწმინდის, წალკის და ახალქალაქის რაიონის სოფლებში ქართველთა სისტემატურ და მასობრივ დარბევებს, თუ რა მიზანს ისახადა ყოველივე ეს. საქართელოს ხელისუფლებამ გვიან, მაგრამ მაინც შეიყვანა შინაგანი ჯარის ნაწილები წალკაში, თუმცა არცერთი ადგილობრივი სომეხი ჩაენილი დანაშაულისათვის არ დაუსჯიათ. მაშ, გაუმარჯოს ქართულ შემწყნარებლობას,. Iნტერნაციონალიზმს და საქართველოს მოთმინების ფილას! ხელისუფალნო! თუ გსურთ, ჯავახეთში ჩასვლისას საქართველო იხილოთ, ჩაასახლეთ ქართელები წალკის, ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონბში! ჩაასახლეთ და დაიცავით ისინი!!!!
ეს იოანე მთაწმინდელმა დაწერა გვერდზე თემაში და ავტორის დაუკიტხავად აქ გადმოვიტანე.
მე სხვა რამე მაინტერესებს. როდესაც სახეზე გვაქ კოდორის პრეცედენტი, თუ როგორ იცავდა თუ იბრუნებდა კოდორს ეს ხელისუფლება, რატო არ ტარდება იგივე ოპერაციები ჯავახეთში? რას იტყვიან ანცულები არ არის ეს ხალხი ანცების მიერ და კონკრეტულად სააკაშვილის მიერ წაქეზებული?
--------------------
And when I leave, you will finally understand, why storms are named after people.
|