#3911122 · 8 Oct 2006, 04:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოყევით თუ რამე კონკრეტული ისტორია იცით რომელიმე კონკრეტულ ქართველზე, რომელიც რუსეთიდან გამოადეპორტეს ან უბრალოდ ჩამოვიდა. ასევე მოყევით კონკრეტული თავგადასავლები ქართველებზე, რომლებიც ჯერ რუსეთში არიან.
ასევე, თუ ვინმემ იცით საერთაშორისო ფორუმები, სადაც ამ თემაზე საუბარი ღირს, გთხოვთ დადოთ ბმული.
მე გუშინ ჩავფრინდი მოსკოვიდან ერევანში, თბილისის ნაცვლად. პრობლემა ბევრი არ მქონია, მხოლოდ ცოტა უსიამოვნო სიტუაცია აეროპორტში და ეს არაფერია იმ ამბავთან შედარებით, რომელიც ჩემს თანამგზავრს გადახდა. რუსეთის ერთი ქალაქიდან მეორისკენ მიმავალ ავტობუსს აჩერებდა პოლიცია, კითხულობდა თუ რომელი იყო ქართველი და ის ერთადერთი ქართველი მიყავდათ განყოფილებაში, ჩხრეკდნენ, სძალავდნენ ქრთამს. ასეთი შემთხვევა 6 საათიან გზაში სადღაც ხუთი იყო, როგორც ამ ჩემმა თანამგზავრმა მომიყვა, და მას სადღაც 500-600 დოლარის დატოვება მოუწია ქრთამის სახით, რომ ფრენისთვის მიესწრო ან უბრალოდ განყოფილებიდან გამოეღწია. კითხვაზე, თუ რატომ იყვნენ ასეთ შარზე პოლიცია პასუხობდა, რომ მათ დავალებული ჰქონდათ პრობლემები შეექმნათ ქართველებისთვის და არ ჰქონდა მნიშვნელობა ისინი ლეგალურად იმყოფებოდნენ რუსეთის ტერიტორიაზე თუ არა. ამ კაცის საბუთებში ყველაფერი კანონის შესაბამისად იყო.
|