#3956634 · 14 Oct 2006, 21:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აი რა მოვიძიე:
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბირო არ განიხილავს განცხადებას სააკაშვილის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ თბილისი, 13 ოქტომბერი / " კორ."ახალი ამბები - საქართველო"/.სახელმწიფო სათათბიროს განცხადების პროექტი "რუსულ-ქართული ურთიერთობების გადაუდებელი საკითხების შესახებ" მოწოდებით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდეს რუსეთის ფედერაციაში, 13 ოქტომბერს ქვედა პალატის სხდომის დღის წესრგში არ შევიდა, ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
დოკუმენტის ავტორი - დეპუტატი კონსტანტინე ზატულინი დოკუმენტის დღეს განხილვის წინადადებით გამოვიდა. ამასვე ითხოვდნენ ლიბერალურ დემოკრატიული პარტიისა და "როდინას" წარმომადგენლები, თუმცა ამ წინადადებას ხმა მხოლოდ 92-მა დეპუტატმა მისცა.
"შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სათათბირო რუსეთის მთავრობას სთავაზობს, განიხილოს საკითხი მიხეილ სააკაშვილის, ირაკლი ოქრუაშვილისა და ვანო მერაბიშვილის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის შესახებ, რომლებიც დამნაშავენი არიან რუს სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმისა და პროვოკაციის ორგანიზებაში, რუსეთის ფედერაციის პატივისა და ღირსების შეურაცხყოფაში", - ნათქვამია განცხადების პროექტში.
ზატულინი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი "მისთვის დამახასიათებელი უტაქტობით", რუსეთში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენებს შეფასებას აძლევს, კერძოდ ცნობილი ჟურნალისტის ანა პალიტკოვსკაიას მკვლელობას".
"სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატთა აზრით, საქართველოს პრეზიდენტის მინიშნებები უნდა შეფასდეს ღირსეულად, ხოლო საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეში უცხოეთის კვალის ალბათობა უნდა განიხილონ", - ნათქვამია დოკუმენტში.
სახელმწიფო სათათბირო იმედს გამოთქვამს, რომ ქართველი ხალხი გაგებით მოეკიდება იმ ზომებს, რომელსაც რუსული მხარე ახორციელებს.
"სახელმწიფო სათათბირო აღნიშნავს, რომ რუსეთი პრეტენზიას არ აცხადებდა და არ აცხადებს საქართველოს ტერიტორიაზე და მის რომელიმე ნაწილზე. რუსეთის ფედერაცია პრეტენზიას აცხადებს კავკასიის ხალხების პატივისცემაზე და ამისთვის მას ისტორიული საფუძვლები აქვს", - ნათქვამია განცხადების პროექტში.
|