http://www.kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htmავსტრიის ქალაქ ფიუგენში გამართული ევროპის საკლუბო თასის გათამაშება ჭადრაკში მეორე ადგილით დაასრულა ქართულმა "“ენერჯი-ინვესტმა”", რომლის ძირითად შემადგენლობაშიც ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, სოფიო გვეტაძე და მაია ლომინეიშვილი ასპარეზობდნენ. ჩვენმა გოგონებმა მთელი ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარეს და უკანასკნელ ტურში წაფორხილება რომ არა, ჩემპიონობაც შეეძლოთ. “"ენერჯი-ინვესტი”" ერთი ქულით ჩამორჩებოდა ლიდერს - სომხეთის “"მიკას”", რომლის ძირითად "დამრტყმელ ძალასაც" ქართველები - მაია ჩიბურდანიძე და ნინო ხურციძე შეადგენენ. ბოლო ტურში, "“მიკა"“ მხოლოდ ყაიმს დასჯერდა რუსულ "“ჩელიაბინსკთან"“ და ქართველ მანდილოსნებს "“სარატოვისთვის"“ თუნდაც მინიმალური სხვაობით რომ მოეგოთ, ჩემპიონები გახდებოდნენ. სამწუხაროდ, პირველ დაფაზე მოთამაშე ნანა ძაგნიძე, რომელმაც მანამდე თითქმის უშეცდომოდ განვლო მთელი ტურნირი, ნატალია პოგონინასთან დამარცხდა. ლომინეიშვილმა შარევიჩს მოუგო, ჯავახიშვილმა და გვეტაძემ კი ყაიმით დაასრულეს თავიანთი პარტიები და საბოლოოდ, მხოლოდ მეორე ადგილი გვერგო. დასანანია...
რა გაუჭირდათ ასეთი მაია ჩიბურდანიძეს და ნინო ხურციძეს სომხურ კლუბში რომ ასპარეზობენ???

დავიჯერო ქართულ კლუბში მათი ადგილი არ მოიძებნა? არ მინდა დავიჯერო რომ თვითონ აირჩიეს სომხურ "მიკა"-ს შემადგენლობაში გამოსვლა.