http://forum.ge/?f=25&showtopic=33681238&st=0ამ თემას თვალს თუ გადაავლებთ (შედარებით ქვედა პოსტებიდან), ნახავთ, რომ ფორუმის აგერ უკვე ორი წევრი უაზრო missed call-ებით არის შეწუხებული.
ვისაც თვალის გადავლება გეზარებათ, ვაკოპირებ იმ ძირითად პოსტებს, რომლებიც პრობლემის არსში ჩაგახედებთ:
cesdeba: [1 ტვეა ზარი შემოდის და მითიშავს ვიღAც +37 493 876... რა ქვეყნიდანაა და ნეტა რა უნდათ?]
...........
DOLPHIN: [ერთ ბედს ქვეშა ვართ, ლაბავ მე და შენ! მე მეგონა, მარტო მე ვიყავი უბადრუკი და სამგზის საწყალობელი!
კიდევ ვინმეს თუ გაწუხებენ, დაწერეთ და ერთად ვიღონოთ რამე!
374 სომხეთის კოდია, სადაც არავის ვიცნობ! მე უკვე შვიდნაირი ნომერი მაქვს missed-ებში და ერთი "შენსას" ძალიან გავს, როგორ მთავრდება, 419-ით?
ერთერთზე დავრეკე და ვიღაცამ ალიო-ო, კაი სომეხი ხნიერი ქალის ხმა ქონდა და დავუკიდე...
ქალაქის ნომრებია, თუ მობილურის, კაცმა არ იცის, თან საქმის გარჩევას ხომ არ დავუწყებ?!
მაგთიში რომ დავრეკე, ეგ სომხეთის კოდია-ო, რაც ჩემითაც გავარკვიე მანამდე და სომხური ნომრების მონაცემთა ბაზა აბა ჩვენ საიდან-ო? ასე თუ გაგრძელდა, სომხეთის კოდს სულ დავაბლოკინებ ჩემს ნომერზე, იქიდან მაინც არავინ დამირეკავს არასდროს!]
...........
მე პირადად მაგთის აბონენტი ვარ, მეორე ფორუმელი - არ ვიცი...
ვინმეს მსგავსი შემთხვევა ხომ არ გქონიათ, ან ხომ არ იცით, რას ნიშნავს ყოველივე ეს?
თავიდან ვიფიქრე ე. წ. თანხის "გამოძალვის" ახალი ხრიკი ხომ არ არის-თქო, მაგრამ რაღაც არ გავს...
მოკლედ მე კი შევღონდი, ნომრის გამოცვლაც არ მინდა! დასაბლოკად რა არის საჭირო? ოღონდ ალბათ მთლიანად ქვეყნის კოდი უნდა დაიბლოკოს, იმიტომ რომ, ახალ-ახალი ნომრებიდან რეკავენ და თიშავენ...
ერთადერთი ახსნა ის მოვუძებნე, რომ მხიარული ზუმერი მაქვს დაყენებული და ალბათ უსმენენ-თქო, სხვა "სასმენი აპარატები" არ აქვთ, თუ რა, არ ვიცი...

ბოდიშს გიხდით, რომ ამდენი ვწერე, მაგრამ ეგებ კომპეტენტურმა პირებმა ნათელი მოჰფინოთ ამ ბნელითმოცულ ამბავს!

წინასწარ გიხდით მადლობას!
“Life is a lot like jazz. . . It’s best when you improvise. . .”