მოკლედ მე მინდა ძალადობაზე ვთქვა ორი სიტყვა და გადაწყვეტის შესაძლო გზაზეც .
ნუ ცხადია რომ ხელისუფლებას ტერორში სურს ხალხი ამყოფოს.
ამის გამოა რომ ციხეებში დასაწოლი ადგილები აღარ არის.
თქვენ გაინტერესებს ბენეფისი რა აქვს ამ მოძალადეებს? კარგით .
თავდაცვის მინისტრი გლეხებს ემუქრება რთველთან დაკავშირებით გაუგებრობის შემთხვევაში ჩაგაყუდებთ და მოწეული ფული "პერედაჩებში" არ გეყოფათო . მოკლედ მეღვინეს დაუჭირა მხარი მეყურძნესგან რომ 5-10 თეთრით იაფად ეყიდა პროდუქცეი.
გლეხმა იცის რომ გამკეთებლები არიან ეს ხალხი. ამის გარდა არასამთავრობოები ლეგენდებს ყვებიან ციხეებში რაც ხდება.
ამ ორივე მხარეს რომ მოუსმენ შეგეშინდება აბა რა იქნება.
მოკლედ შეშინებული გლეხი თუნდაც აჩუქებს ვისაც გინდათ ასეთ ვარიანტში ყურძენს.
ცხადია ეს ერთადერთი მაგალითი არ არის იმისა რომ ამ ყველაფერზე ხელს ითბობს მავანი.
მოძალადე გვემუქრება ტყვიით (სწრაფი სიკვდილით) თუ ჭკვიანად არ ვიქნებით.
მაგრამ არსებობს ე.წ ნელი სიკვდილიც. რომელიც არც ბევრად არ განსხვავდება წინასგან.
ნახეთ ჩემი პოსტი
http://forum.ge/?f=43&showtopic=33668767&st=15შიდსი ციხეში არ იქნება ისე სავალალოდ გავრცელებული იმიტომ რომ მთელ საქართველოში 0.4 % ასახელებენ.
მოკლედ 50 კაცი რომ შეაგდო საკანში და "დასერონ"(არ დამცინოთ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე რითიც გადადის შიდსი) ერთმანეთი . თუ დასაწყისში არცერთს არ ექნებოდა ვირუსი , არც "დასერვის" მერე ექნებათ.
მოკლედ ციხეში არაა მოსალოდნელი კატასტროფული შედეგები ამ მხრივ.
სულ სხვა საკითხია c ჰეპატიტი. ამ დაავადების გავრცელება საქართველოში 7 % ამდეა.
თქვენ ვერ გადაანაწილებთ საკნებში პატიმრებს ისე რომ იქ ნახევარს მაინც არ ექნეს ეს ვირუსი.
(ციხის პუბლიკას ხომ უფრო მეტად ალბათურად აქვს ეს დაავადება. თან ჩვენი ხელისუფლება ხომ ნარკუშებს იჭერს).
მოკლედ ჩემო ბატონებო წარმოიდგინეთ რას შვება ეს ხალხი. იჭერს ვთქვათ მობილურის ქურდს.
( ზოგი მობილური 40-50 ევროზე მეტი არ ღირს)
ამას წინათ პატრულში გაიჩითა მაგარი მომენტი .ვიღაც ბომჟი გადასულა სხვის სარდაფში და ფაქტზე მიუსწრია პატრულს.
გახსნილი ქონდა მურაბა და ჭამდა. სხვა მურაბებიც აჩვენეს შეხვეული კალათში ჩაწყობილი წასაღებად.
ამ ხალხს იჭერს ჩვენი ხელისუფლება და ერთი ან ორი წლით სვამს ჩამპალი ნარკომანების გვერდით.
მე მარტო იმას არ ვიტყვი რომ არ მემეტება ეს ხურდის ქურდები ც ჰეპატიტის ასაკიდებლად.
მე ციხეში ნამყოფიც არ ვარ ვინმეს სანახავად. მაგრამ ერთ დღეს დამიდგინეს რომ ვარ დადებითი ამ ვირუსზე.
რაც მეტი იქნება გავრცელების პროცენტი საქართველოში მით მეტია თქვენი დაინფიცირების შანსი.
სასწორზე ერთ მხარეს ხურდა მეორე მხარეს სხვა ქვეყნის მიერ გადახდილი 26 000 ევრო ჩემს (ქართველის) გადასარჩენად.
მეღვინისგან დაზოგილი 5-10 თეთრი (თან მეთოფეს ხო უნდა გაუყო) და გაუყიდავი ღვინო ხვალ.
(კაცი რო გაიგებს ჰეპატიტი აქვს ღვინოს დალევს? ) მოკლედ კაცი ვერ გაიგებს მეღვინეს ის 10 თეთრი უნდა გადაეხადა თუ არა .