გავიტრიტე... სად გავიტრიტე მახსოვს, მაგრამ ისიც ვიცი რომ ერთი 4 ადგილას ვიყავი გუშინ. ის არ მახსოვს ერთი ადგილიდან მეორემდე როგორ ან რითი მივდიოდი, მაგრამ მახსოვს რომ ვიყავი ყველგან სადაც მეპატიჟებოდნენ...
დაიწყო მეზობელთან სმა.
საშინლად დიდი რაოდენობით დავლიე ორაყი.
თავიდან არ მინდოდა დალევა, და 3 ჭიქა ჩავისხი.
მერე ვიფიქრე მაგის დედაც-თქო , ხვალ კვირაა, ერთხელ მაინც ხომ უნდა ვიკაიფო ისე როგორც მინდა მე-თქო და....ვაიმე!!!!!!
9საათისთვის გამოვაცხადე , რომ უნდა წავსულიყავი...
და წავედი მეორე ადგილზე. შევედი... 2 გოგო და 1 ბიჭი იყვნენ...
ვერ მივხვდი, რატო და რისთვის მივედი მანდ.
ვიცი რომ რამდენიმე ჭიქა ღვინო ჩავისხი. მაგრამ არ მახსოვს რა ხდებოდა მანდ.. ვიღაცას ვეხვეწებოდი გთხოვ ეზასავე-თქო , ისე რომ გიყუროთ-თქო
მაგრამ ის დამპალი არ ეზასავა... მერე ჩავიხედე სარკეში
და შემეშინდა .. შEმაშინა რაც, და ვინც დავინახე სარკეში...
მეთქი აქ არავის ვჭირდები და სჯობს წავალ-თქო...
ძლივს გამომიშვეს (თურმე ვჭირდებოდი

)
იმის შემდეგ რაც განვაცხადე რომ სასეირნოდ მივდიოდი....
მაგრამ დანარჩენი რა მოხდა არ მახსოვს..
შემდეგ როგორ მოვხვდი არ ვიცი, მაგრამ მოვხვდი პეროვსკაიაზე ოვაციასთან... იქ ოვაციის პირდაპირ კაცი რომ დგას ბებერი ის გავიცანი და ერთი საათი მაინც ველაპარაკე, რუსულ-ქართულად.. ერთ მომენტში ჩემი ტექსტი იმდენად მოეწონა, რომ თვალებზე დაეტყო გახარება, ჯიგარი ხარ შენო და გადამკოცნა....
მერე უცბად მოვხვდი სახლში, მაგრამ როგორ არ მახსოვს....
აშკარად 09-ში ტაქსი გამოვიძახე...(არა და პეროვსკაიაზე ტაქსების მეტი არაფერი დადის) და 20 წუთი ველოდე არ მოვიდა... (რატომ ველოდებოდი არ ვიცი) , მერე დავრეკე 09-ში და არასასიამოვნო ტექსტები ვურიკინე... ამდენიხანი არ მოვიდა ეს ტაქსსი? და ეს არის მომსახურება? და ამგვარი....
მერე სახლშI რომ მოვედი , 'ტირილი' დავიწყე, იმ კაცზე...
'მე, 18 წლის ლაწირაკი,ვმუშაობ და ხელფასი მაქვს, და ვზივარ ტკბილად და თბილად ოფისში, და ეს 62 წლის კაცი , დგას ამ 'ჯაან ტაკოი' ბართან ... ამ სიცივეში და ართობს ვიღაც იდიოტებს...საწყალი კაცი'
ნუ მოკლედ გამოვიტირე, დავმარხე მოვკალი

ეგ რა საცოდავი იქნება რომ მოკვდება-თქო..... და
მერე არ მახსოვს რა მოხდა....
ფორუმზე შემოვედი, რაღაც საშინელებები ვწერე, რის გამოც 1 კვირიანი ბანი ავიკიდე, თურმე ხალხთანაც მილაპარაკია, მაგრამ რა ვილაპარაკე არ მახსოვს....
მობილურზეც მირეკავდნენ ვიღაცეები, სად ხარ , რატომ წახვედი და ა.შ.
მაგრამ რატომ რეკავდნენ არ ვიცი

უი, ხო, პეროვსკაიაზე ტაქსი რომ გავაჩერე, კინაღამ მაგინა...
გზაში ვბურტყუნებდი 'ეხლა ამან 3 ლარზე მეტი რომ მოინდომოს- ვცემ' -თქო... მაგრამ კიდევ კარგი მეტი არ მოინდომა...
ჰოდა გავიღვიძE და თავი მისკდება მიშველეთ, რა ვქნა????????
ჰოდა აქვე, თქვენი თავგადასავლები მიაწერეთ, რომელიც უგონობამდე სიმთვრალეში გადაგხდენიათ....
მე კიდე მივხვდი რომ არყის დალევის დროს, აგრესია მიღვივდება, და ძალიან ცუდი ვხდები.... ვბუტყუნებ კაკ პაპალო

აგრესიულად

თქვენ?