#4189376 · 19 Nov 2006, 13:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | რატომ არ გამოვდივართ ეს-ენ-გე-დან?, ყველა წაუყრუებს ამ საკითხზე ამ ბოლო დროს. |
მე მგონი სააკაშვილმა (ნადირაძის გაბაშვილის და სხვათა) პირითი სულ რამოდენიმე დღის წინ გააჟღერა რომ ეხლა ესენგედან გამოსვილის დრო არ არის. როგორც ჩანს ეს მიშასგან არის მესიჯი რომ ამ ეტაპზე უნდა ვიკმაროთ მისი გაეროში მუქრიანი გამოსვლა და რუსების აგენტების თეატრალიზებული გამოშვება, გულის მოსაფხანად. თუმცა ამეების დივიდენდები უკვე მიიღეს.
რაც შეეხება ესენგეს. დიდი ალბათობით ეს საკითხი დადგება მხოლოდ 2 ფაქტორის შემთხვევაში; 1. შეიძლება იქნეს გამოყენებული როგორც კოზირი არჩევნების წინ (და რადგან მალე არ არის ამიტომ ჯერ ვერ დადგება) 2. თუ მოხდება ქვეყნის მობილიზება და სრულიად საქართველოს ამაზე დაკვეთა (ანუ ამ ფორუმის წამოწყება თუ იქნება მასიურად ატაცებული)და სააკაშვილი იძულებული შეიქმნება ბოლი გამოაშვებინოს. მეორე საკმაოდ ძნელი მისაღწევია, არამგონია ხალხმა ბევრი იყვიროს გავიდეთ ესენგედანო და ბერძენიშვილების ყეფვა საკმარისი არ იქნება.
ასე რომ არამგონია უახლოეს მომავალში ეგ საკიტხი დაისვას. პლიუს როგორც ჩანს სააკაშვილი ეხლა რუსეთს მეტ-ნაკლებად (უკვე მეტად ვიდრე ნაკლებად)შეუძვრება და რუსეთიც ალბათ არ გაატარებს რადიკალურ ზომებს მოსახლეობაზე მასიურად რათა უკმაყოფილებამ იჩინოს ხალში მასიურად. ეს შეიძლება გამხდარიყო საფუძველი, მაგრამ ესეც ალბათ აღარ მოხდება. სააკაშვილმა როგორც ჩანს ისწავლა და გააცნობიერა რომ ის არის პეშკა და საკუთAრი ინიციატივით ქმედებებმა (ლაპარაკი შეუძლია, მაგრამ არა ქმდედებები) შეიძლება სკამი დააკარგვინოს.
ასე რომ ესენგედან გამოსვლაზე საუბარი უაზრობაა. ზარაზას ინიციატივა პოლიტპარტიების და ორგანიზაციების კარდაკარ იაროს არაფერს მოიტანს. დარწმუნებული ვარ მოსახლეობა არ აიტაცებს.
(რაც შეეხება ნოღაიდელისთვის დავალებების მიცემას არჩევნების წინ ცხადია ეს მიშას ჩვეული სტილია, ხმამაღალი განცხადებების. ასე რომ Fორგეთ ით!)
|