ახლა მოვრჩი მეორე სეზონის ბოლო სერიას ( ოღონდ მერამდენედ ვუყურებ არც კი მახსოვს ალბათ მეშვიდედ ან მერვედ )

ჩემთვის პირადად ყველა დროის ყველაზე დიდი სერიალი რაც კი გადაღებულა ოდესმე
ამაზე კარგი არც მანამდე შექმნილა რამე და არც მას მერე
ასე იდეალურად გადმოსცე ისტორია
გარემო
პერსონაჟები გინდა პირველ ხარისხოვანი და გინდა მეორე ხარისხოვანი
დეტალებზე ასეთი გამახვილებული ყურადღება
სასწაულია და ძალიან მშურს იმ ადამიანების ვისაც ჯერ კიდევ ნანახი არ აქვს ...
არაფერი ზედმეტი არც ძალადობა, არც სექსი
ყველაფერი საოცრად ზის ამ სერიალში არ გრჩება შეგრძნება რომ რამე ზედმეტია
ერთადერთი რასაც შევცვლიდი ამ სერიალში არის რომ ლათინურად ვალაპარაკებდი მსახიობებს როგორც მელ გიბსონი აკეთებს თავის ფილმებში