#4026403 · 25 Oct 2006, 16:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ ყველას,
მაინტერესებს, თქვენი აზრით (რომელსაც იმედია არგუმენტებით და ფაქტებით განამტკიცებთ):
როდის დაიწყო ჩვენთან,საქართველოში, ეროვნული მოძრაობა, როგორც ქართული ნაციონალიზმის ერთ-ერთი მაჩვენებელი.
ჯერ კიდე XIX და XX საუკუნის გასაყარზე,(ილიას თაოსნობით) თუ საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდში, გამსახურდიას და კოსტავას მეთაურობით?
და რით იყო იგი განპირობებული? და რა მიზეზებით შეიძლება მისი ახსნა?
ორივე შემთხვევის განხილვისას, იყო თუ არა იგი მარტო ელიტის მიერ პროვოცირებული, საკუთარი, პიროვნული ინტერესების გასატარებლად, თუ მასობრივი მოძრაობა, ჩვეულებრივი ხალხის მიერ კარგად გააზრებული? (ამაზე ვიცი ბევრი არგუმენტები იქნება)
და როგორ ფიქრობთ, დასრულდა თუ არა საბოლოოდ საქართველოში ქართველების, როგორც ერად ჩამოყალიბების პროცესი? თუ კი, მაშინ დაასაბუთეთ, და თუ არა, რა არის მასითვის საჭირო?
კითხვები ბევრი მაქვს კიდევ....
და კარგი იქნება თუ ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ
ძალიან გთხოვთ, ვისაც არ გააჩნია ისტორიის საკმარისი ცოდნა, ნუ დაპოსტავთ. ეს არ არის პროვოკაციების და პოსტების მოსამატებელი თემა
პ.ს. მოდერ, ეს თემა არ გავხსენი ისტორიის განყოფილებაში. იმიტომ რომ არ მინდა მარტო ისტორიკოსების განსჯის საგანი იყოს. აქ პოლიტიკური ანალიზიცაა საჭირო ისტორიის ცოდნასთან ერთად.
|