რადიო "მწვანე ტალღაზე" მოქალაქეების კითხვებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი უპასუხებსრადიო "მწვანე ტალღაზე" (FM - 107.4-ზე) მომზადებული ახალი პროექტის ფარგლებში მოქალაქეების კითხვებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი უპასუხებს.
როგორც "ინეტრპრესნიუსს" საქართველოს უზენაეს სასამართლოში განუცხადეს, 30 ოქტომბრიდან რადიო "მწვანე ტალღა" ახალ პროექტს იწყებს. ყოველი თვის ბოლო ორშაბათს, 17:00 საათზე, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით მიღებულ მოქალაქეთა კითხვებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი უპასუხებს.
გადაცემის მსვლელობისას და გადაცემამდე, მთელი თვის განმავლობაში მოქალაქეებს შეეძლებათ გააგზავნონ მოკლე ტექსტური შეტყობინებები "მაგთიდან" და "ჯეოსელიდან" ნომრებზე 12-13 და 12-14 ან ელექტრონული ფოსტით greenwave@greenwave.ge.
კითხვების გაგზავნა შეიძლება, აგრეთვე, "მწვანე ტალღის" ინტერნეტ-ფორუმის საშუალებით www.greenwave.ge; საიდანაც ვებ-კამერის მეშვეობით გადაცემის პირდაპირ ეთერში ნახვა იქნება შესაძლებელი.
პირდაპირი ეთერის დროს იმუშავებს სტუდიის ტელეფონები: 31 25 25 და 31 26 26.
მთელი თვის განმავლობაში მიმდინარეობს გამოკითხვა, კითხვაზე: "ენდობით თუ არა სასამართლოს?" მსმენელს პასუხის გაგზავნა შეეძლება SMS-ნომრებზე 12-13 (დიახ), 12-14 (არა).
30 ოქტომბერს, 17.00 საათზე "მწვანე ტალღაზე" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მოქალაქეების კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებს.
This post has been edited by UZUL on 27 Oct 2006, 15:57
მიმაგრებული სურათი
Не так я вас любил, как вы стонали..