დიდი ხანია, არ წამიკითხავს, მაგრამ მახსოვს გრძნობა მისი კითხვისას როცა ეუფლება ადამიანს: "ასე მგონია შინა ვარ..." ძალიან ადამიანურია, თბილი(სური) და ქართულია. აქედან ასე ჩანს.
ადრე ამობეჭდილი ნაწყვეტი:
"--ეს, ჩემო თემო, გაუმარჯოს კაცს, რომელიც ღამით დადის და კაცს დაეძებს, ეს
გაუმარჟოს კაცს, რომელიც ღამით ზის და კაცს ელოდება. მერე გაუმარჯოს კაცს,
რომელსაც ღამით არ სძინავს; ზოგს იმიტომ რომ არ ეძინება, ზოგს იმიტომ, რომ
ეძინება, მაგრამ არ უნდა დაიძინოს. ისე კი, ორივე დღეს ელოდება. ჰოდა, გაუმარჯოს
ღამეს, რომელიც თენდება.
--ახლა მე მინდა, დედაშენის სადღეგრძელო დავლიო,--მარტო დედაშენის კი არა,
საერთოდ დედების, დედაშენის თამადობით. --მე ღმერთის სადღეგრძელო მინდა ,დავლიო!
მე ღმერთის სადღეგრძელო მინდა დავლიო, გაწბილებული ღმერთის, დაკარგული ღმერთის,
დავიწყებული ღმერთის, გაბითურებული ღმერთის. შენ იცი, ვინ არის დედაშენი? დედაშენი
არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ, ისიც რომ ზის და გიყურებს, შენ რომ დედას
ეძახი და ის შვილოს გეძახის, ამიტომ შენ გგონია, ღმერთი არ არის? შენ ღმერთი ვინ
გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს, წვიმა მოდის? ღმერთი
ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი,
რომ ღმერთია. ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ
სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ
ყველა იწამებდა. ამაშია საქმე!.. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ
აქვს, რომ არ გავს ღმერთს, რომ არ გეუბნება ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს
რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება,
გკოცნის და ტირის შენი გულისათვის, კვდება შენი გულისათვის, ცივა, წყურია, შია
შენთან ერთად, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისათვის, მაშინ უნდა იწამო. აAბა,
ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ თუ
გითხრა ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რაღად უნდა ღმერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს
შენ კი არა, ყველა იწამებს. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ
მგავს, დედაშენს რომ ჰგავს, გასაგებია?
--მე და შენ გაგვიმარჯოს, გურამ, გაუმარჯოს იმას, რასაც შენ ღმერთს ეძახი,
გაუმარჯოს კაცს მაღალს, ძლიერს, მართალს, კეთილს. გაუმარჯოს რწმენას და მის
დაკარგვას. მე წავალ ახლა და რაც ლექსები დამიწერია, სუყველას დავწვავ, ყველას,
ყველას! დავწვავ ყველას, მერე დავჯდები და დილამდე ერთ ლექსს ვიკითხავ, ღმერთის
დაწერილ ლექსს, იმ ღმერთის ლექსს, რომელიც ისე უბრალოა, ისე ნათელი, ისე ახლობელი,
რომ არც კი გჯერა, რომ ღმერთია.
მაქვს მკერდს მიდებული
ქნარი,-- როგორც მინდა _
ჩემთვის დიდებული
სხივი ამობრწყინდა,
მკვიდრად ააშენა,
ვინაც ააშენა
და ცით დაამშვენა
დიდი ნიკორწმინდა.. .
--ღმერთს გაუმარჯოს, გურამ, ჩემსა და შენს ღმერთს, რომელიც ღრუბელზე არ
ზის, რომელსაც პირის ბანის დროს წვიმა არ მოყავს და რომელიც ჩვენი გულისთვის სულს
აძლევს ეშმაკს."
* * *
ნატოშას გახსნილი თემა გამახსენდა დედაზე...
ნატოშა

მართლა ფერია ხარ!