Viasat History ალბათ ბევრ საკაბელო მაუწყებლობის მომხმარებელს გაქვთ.
ეს ისტორიის სკანდინავიური არხია. მთელი დღე დოკუმენტური ფილმები ტრიალებს.

ხშირად არ ვუყურებდი ამ არხს მაგრამ ამ ერთი კვირის წინ სემთხვევით გადამერთო და ნანახმა და მოსმენილმა მოლოდინი გადააჭარბა

ამხელა სისულელეები მოდელირებულ ქრონიკებშიც არ მომისმენია
1) ფილმი სომხების გენოციდის შესახებ. შესავალში იძახიან რომ სომხეთი იყო პირველი ქვეყანა რომელმაც 334 (თუ 37 აღარ მახსოვს ზუსტად) წელს პირველმა გამოაცხადა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად.
როგორც ჩანს მათ მინიმუმ ნიკეის საეკლესიო კრებაზე არაფერი სმენიათ
2) ფილმი არაბების დაპყრობებზე - მუჰამედმა დააარსა მედინა თურმე, როდესაც მედინა მუჰამედამდე კაი ხნით ადრე არსებობდა და აქ ძირითადად ებრაელები და ბიზანტიიდან დევნილი ქრისტიანი სექტანტები ცხოვრობდნენ
3) ისევ არაბები და უძალიანმაგრესი ინფო

თქვენ გეგონათ ასტროლოგია ეგვიპტელებმა თუ მაიას ტომელებმა გამოიგონეს?
მაშ თქვენ ცდებით
აი რას გვეუბნებიან ვიასატ ჰისთორის წამყვანები:
არაბები ძირითადად ღამით მოგზაურობდნენ და ისინი ვარსკვლავებით იკვლევდნენ გზას. ასე შეიქმნა ასტროლოგია

4) აჩვენებენ რუკას სადაც მონიშნულია არაბების მიერ დაპყრობილი ახლო აღმოსავლეთი, საზღვრით საქართველომდე, მაგრამ არ გაინტერესებთ არაბეთს ჩრდილოეთით ამ შემთხვევასი ვინ ესაზღვრება? ეს საქართველო კი არა თურმე პერსიაა

5) ისლამი იყო პირველი რელიგია რომელმაც თავის ტაძრებში განათლების გაცემა დაიწყო. ქრისტიანული აკადემიები მაშინ ალბათ ღრმა ძილში იყვნენ.
მაშ, შეიძლება ასეთი არხი ამდაგვარ რაღაცებს იძახდეს?
This post has been edited by გიუშა on 13 May 2010, 00:45