2006 წლის 28 ივნისს დასრულდა სამართლის მოდერატორის არჩევნები
http://forum.ge/?f=77&showtopic=33658914&st=0 და მცირე ექსცესებისდა მიუხედავად მადლიერმა სამართლის განყოფილების იუზერებმა ამირჩიეს მე და მომანდეს ამ მეტად საპსახუსიგმებლო მოვალეობის შესრულება როგორც პირველ არჩეულ მოდერატორს სამართლის განყოფილებაში

მე როგორც მონდომებულმა კანდიდატმა ჩემი მეგობრების დახმარებით აქტიური წინასაარჩევნო კამპანია ვაწარმოე და მცირე სამუშაო პროგრამაც შევადგინე. განყოფილებაში შექმნილი გაუკაცრიელებული გარემოს გამო საჭირო იყო შემდეგი ღონისძიებების განხორციელება
http://forum.ge/?showtopic=33658346ესეც პროგრამა:
1. ფორუმზე სხვადასხვა განყოფილებებში გაბნეული იურისტების თავმოყრა სამართლის განყოფილებაში;
2. პრობლემური და საინტერესო თემების მეშვეობით ჩეთისა და ოფტოპიკების მიზანმიმართული და ეტაპობრივი ტრანსფორმაცია თემაზე ორიენტირებულ პოსტებად;
3. მაქსიმალური კონცენტრირება სამართლებრივ თემებზე რიგითი არაიურისტი იუზერებისათვის გასაგებ ენაზე.
4. მოდერატორის უფლებებისა და მოვალეობების მკაცრი და თანამიმდევრული დაცვა და მკაფიოდ ჩამოყალიბებული განყოფილების შინაგანაწესი, რაც გამორიცხავს იუზერთა უკმაყოფილებას და მოდერატორის უფლებების ბოროტად გამოყენებას;
5. არაფორმალური შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს ფორუმელების დაახლოება-დამეგობრებას, სტაბილური ჯგუფის ჩამოყალიბებას, რაც საერთო ჯამში დადებითად აისახება თვით განყოფილების მდგომარეობაზე;
6. დღეისათვის აქტიურ სამართლებრივ ცხოვრებაში არსებული პრობლემებისა და სადაო საკითხების წინ წამოწევა.
უფრო კონკრეტულად უნდა გავაკეთოთ შემდეგი:
• ვირტუალური იმიტირებული სასამართლო პროცესები;
• წმინდა სამართლებრივი კონსულტაცია არაიურისტი იუზერებისათვის (კითხვა-პასუხი);
• მაღალკვალიფიციური იურისტების მოკლე სამართლებრივი დასკვნების გამოქვეყნება;
• მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი იურიდიული ფირმებისა და იურისტების მონაცემებთა ბაზების გამოქვეყნება;
• სამართლებრივი სიახლეების რეგულარული გამოქვეყნება (როგორც ერუვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბით) ფორუმზე;
• დასვენების დღეებზე პიკნიკებისა და სხვა გასართობი ღონისძიებების ორგანიზება;
• იუზერების მაქსიმალური თავისუფლების, გახსნილობის ხელშეწყობა და განყოფილებაში მეგობრული გარემოს უზრუნველყოფა.იმისთვის რომ მომეზიდა იურისტები ფორუმზე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში, სამართლებრივ მეილინგ ლისტებზე და ჩემთვის ცნობილ სხვადასხვა ორგანიზაციულ და პირად საფოსტო მისამართებზე დავაგზავნე შემდეგი პროპაგანდისტული წერილი:
განცხადება
http://forum.ge/ - თბილისის ფორუმი
http://forum.ge/?showforum=77 – თბილისის ფორუმის სამართლის განყოფილება
საქართველოს ინტერნეტ სივრცეში უკვე რამდენიმე წელია არსებობს თბილისის ფორუმი. ზოგადად ინტერნეტ ფორუმი არის სადისკუსიო გვერდი, მასში გახსნილია განსხვავებული თემები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და რეგისტრირებულ მომხმარებლებს უფლება ეძლევათ გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები, დატოვონ გამოხმაურებები, წამოაყენონ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები განსახილველად და უპასუხონ დასმულ შეკითხვებს.
თბილისის ფორუმიც ამავე მიზნებს ემსახურება. ფორუმზე გახსნილია სხვადასხვა თემატური განყოფილებები და მრავალფეროვანი თემები.
რამდენიმე თვის წინ ფორუმის მომხმარებელთა ინიციატივით გახსნილ იქნა კიდევ ერთი განყოფილება, კერძოდ "სამართალი". განყოფილების მიზანია პრობლემატური სამართლებრივი საკითხების განხილვა და არაფორმალური კონსულტაციები. განყოფილების მომხმარებლები არიან ძირითადად იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
სამართლებრივი ფორუმი მნიშვნელოვანი, ადვილადხელმისაწვდომი და იაფი საშუალებაა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე სამართალმცოდნეების მოსაზრებების გასაგებად. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია თანამედროვე ქართველი იურისტების დაინტერესება და მოზიდვა რათა მომხმარებლებს მივაწოდოთ კომპეტენტური განმარტებები მათთვის პრობლემატურ საკითხებზე.
აქედან გამომდინარე, გთხოვთ დარეგისტრირდეთ თბილისის ფორუმზე და გახდეთ სამართლის განყოფილების მომხმარებელი. თითოეული ქართველი სამართალმცოდნის აზრი მნიშვნელოვანია თბილისის ფორუმისა და სამართლის განყოფილებისათვის. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში თქვენი სახით სამართლის განყოფილებას კიდევ ერთი აქტიური მომხმარებელი შეემატება. შესაბამისი ინტერნეტ-ბმულები მოცემულია განცხადების დასაწყისში.
პატივისცემით,
თბილისის ფორუმის სამართლის განყოფილება. განყოფილების იუზერების დასაახლოებლად მოვაწყეთ ე.წ. გასვლითი იურიდიული კონფერენცია ფასანაურში, დეტალები იხილეთ აქ
http://forum.ge/?f=77&showtopic=33659794&st=0 მართალია საკმაოდ მცირერიცხოვანი აღმოჩნდა, მაგრამ რაც მთავარია სასიამოვნოდ გავატარეთ დღე.
ამის შემდეგ პრინციპში დრო გადიოდა, იუზერები შემოდიოდნენ და გადიოდნენ, პოსტავდნენ ან არ პოსტავდნენ, ზოგჯერ ბევრი იუზერი გვყავდა, ზოგჯერ არც ისე, მაგრამ უკმაყოფილო მგონი არ იყო არავინ.
ამას წინათ კი აზრად მომივიდა ხელშეკრულების ტიპის დოკუმენტის შექმნა, რომელიც სამართლის განყოფილების მოდერატორს და აქ მპოსტველ იუზერებს დაავალდებულებდა დაეცვა წესები. ხელშეკრულების ვრცელი ტექსტი იხილეთ აქ
http://forum.ge/?f=77&showtopic=33638838გარდა ამისა, სხვა წვრილმანი, წმინდა მოდერატორული და ორგანიზაციული თვალსაზრისით მივალაგ-მოვალაგე განყოფილება, შევცვალე მიპინული თემები, სათაურები შევულამაზე და ა. შ.
ვირტუალური იმიტირებული სასამართლო პროცესის გამართვა არ ხერხდება აქტიურ და მუდმივ იუზერთა სიმცირის გამო.
დავიწყე ასევე წამყვანი იურ. ფირმების მონაცემების გამოქვეყნება, მაგრამ ამაშიც მხარი არავინ ამიბა და გამოდიოდა რომ მხოლოდ მე ვპოსტავდი იმ თემაში და ბოლოს შევეშვი.
სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება (თუ იგი არ სცილდებოდა სამართლის განყოფილების პროფილს და არ წარმოადგენდა ოფტოპიკს) ნამდვილად არ შემიზღუდავს.
მოკლედ ესაა რაც მე ამ ხნის განმავლობაში გავაკეთე ან არ გავაკეთე.
დანარჩენზე თქვენ იმსჯელეთ
This post has been edited by llev on 31 Oct 2006, 11:55