ადამიანები, რომელთაც აქვთ თრომბოზის განვითარების საფრთხე, იღებენ ვარფარინს (სისხლის გათხიერების ეფექტის მქონე მედიკამენტი). ვარფარინის თერაპია კი საჭიროებს სისხლის შედედების უნარის (INR, პროთრომბინის დრო) კონტროლს. დღესდღეობით პაციენტებს საშუალება აქვთ ეს ტესტი ჩაიტარონ მხოლოდ ლაბორატორიებში, რაც მათთვის რამდენიმე დიდ პრობლემასთანაა დაკავშირებული:
1. სისხლის ვენიდან აღება (თვეში 4-8-ჯერ ტესტის შემთხვევაში ეს ძალიან პრობლემატური ხდება)
2. დროითი დანაკარგები (ლოდინი, ლაბორატორიაში მისვლა ა.შ) ადამიანებისთვის, რომლებიც აქტიურ ცხოვრებას ეწევიან ეს დიდი პრობლემაა.
3. გადაადგილების სირთულეები. ზოგიერთ პაციენტს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო უჭირს გადაადგილება.
4. ლაბორატორიული ცდომილებები: ლაბორატორიის შედეგი ხშირ შემთხვევაში სუბიექტურ ფაქტორს შეიცავს პროცედურული თვალსაზრისით. ამის გამო, სამწუხაროდ, ხდება ხოლმე ისე, რომ ლაბორატორიის შედეგები მკვეთრად განსხვავდება რეალობისგან, რაც პაციენტის სიცოცხლეს დიდ საფრთხეს უქმნის.ივნისიდან საქართველოში შემოდის INRatio 2 - INR-ისა და პროთრომბინის დროის მონიტორინგის პორტატული სისტემაა, რომელიც განკუთვნილია პაციენტების თვითტესტირებისთვის.
INRatio 2 საშუალებას გაძლევთ სისხლის ვენიდან აღების, დროითი დანახარჯების, დისკომფორტის გარეშე გაიკეთოთ INR–სა და პროთრომბინის დროის ტესტი.
INRatio 2–ით ტესტის ჩასატარებლად ერთი წვეთი კაპილარული სისხლი სავსებით საკმარისია. შედეგს კი 1 წუთში მიიღებთ.
INRatio 2 პორტატული აპარატია. ის მუშაობს ელემენტებზეც, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს გაიკეთოს ტესტი ნებისმიერ სასურველ ადგილზე.
INRatio 2-ს აქვს FDA და CE სერთიფიკატები. ის წარმოებულია ამერიკული კომპანია ALERE-ს მიერ. ა.შ.შ-ში INR-ის ტესტების 60%-მდე სწორედ ამ აპარატით კეთდება.
კვლევებმა ცხადყო, რომ INRatio 2–ის შედეგები 96%-99%–იან თანხვედრაშია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეფერენს ლაბორატორიის შედეგბთან. აპარატის ტესტ–სტრიპებს ინტეგრირებული აქვთ ორი რაოდენობრივი კონტროლი, რომელთა ეფექტურობა 99%–ია.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ამ ლინკებს მიყოლით:
http://www.facebook.com/INRatiohttp://irise.com.ge/index.php?page=37&lang=geoმინდა ყველას გთხოვოთ გაავრცელოთ ეს ინფორმაცია. იქნება ეს Facebook-ზე, მეგობრებისთვის თქმით ა.შ. დავეხმაროთ ადამიანებს გაუმკლავდნენ INR-ის კონტროლთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემებს. ამისთვის კი მათთვის მხოლოდ ამ აპარატის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო. This post has been edited by Perpetuum_Mobile_Project on 6 Jun 2011, 15:34