#62678506 · 29 Jul 2026, 14:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა,
დავიწყებ იმით, რომ მე ექიმი და პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ ცოტათი გამეგება რაღაც და საჭირო ინფორმაციის მოძიებაც ასე თუ ისე გამომდის. პირველ რიგში უნდა დამშვიდდე, პანიკა არ არის საჭირო, მითუმეტეს, რომ როგორც ვხედავ, საპანიკოდ საქმე საერთოდ არ გაქვს. მთავარია, რომ მთლიანი ქოლესტერინი CHOL (BL.13.2.1) სრულ წესრიგში გაქვს. ერთადერთი რაც აქ ჩანს, არის ის, რომ HDL-Cholesterol (BL.13.7.2.a), რასაც "კარგ" ქოლესტეროლს ეძახიან (ეს ქოლესტეროლის მომატებას უშლის ხელს და იმიტომ), აი ეგ გაქვს ცოტა დაბალი და ამის გამო გაქვს ათეროგენობის ინდექსი AI აწეული. ანუ ფორმულაში, რითაც ათეროგენობის ინდექსი AI გამოითვლება, არის მაჩვენებლების შეფარედება და ეს "კარგი" ქოლესტეროლი ამ შეფაქრდების მნიშვნელშია (ქვემოთ) და რადგან დაბალი გაქვს ამიტომ მომატებულს აჩვენებს ათეროგენობის ინდექსი AI-ს. ეგაა მიზეზი.
ეხლა რაც შეეხება თქვენს შიშებს - ხართ 30 წლის, სიმაღლეს და წონას თუ გავითვალისწინებთ, წესით კარდიოვასკულარული რისკების ქვეშ არ უნდა იყოთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი სიმშვიდისთვისაც და ზოგადი ჯანმრთელობისთვისაც, აუცილებლად აჩვენეთ ექიმს თქვენი ანალიზის პასუხები. ეს მაჩვენებლები, რაც ანალიზებში წერია, არის არა რაღაც ფიქსირებული რიცხვები, არამედ ძალიან დინამიურად დამოკიდებული მაჩვენებლები ცხოვრების წესზე, მეტაბოლიზმზე, დიეტაზე, ფიზიკურ აქტიურობაზე და ა.შ.
|