ხოოო რაც შეეხება მზეს რაღაც კარგი პირი უჩანს ამ ახალ გჰადაცემებს რეკლამებიდან...
მე პირადად ასა ძაან მომწონს (ჯერჯერობით)დღეს 23საათზეა ასა და უყურეეეთ...
ახალ პროგრამებს დღეს ყველაფერს უყურეთ და მერე დაწერეთ რომელი მოგეწონათ ყველაზე ძაან
* * *
აი დღევანდელი დღის პროგრამაც:
13:00-"მზერა"
13:10-საფეხბურთო მიმოხილვა: ინგლისი (გან)
14:00-"მზერა"
14:20-მხ. ფილმი "მახე სულელისთვის" (U) (გან)
15:00-"მზერა"
15:05-მხ. ფილმი გაგრძელება (U)
16:00-"მზერა"
16:25-დოკუმენტური
17:00-"მზერა"
17:05-სერიალი "მაგიდა სამისათვის" 1 სერია
18:00-"მზერა"
18:10-სერიალი "ჩენტო ვეტრინე" 465 სერია :ლოლ:
19:00-მზერა ჰედ-ლაინი
19:05-გადაცემა "კაპიტალი"(როგორ მიბაძეს ბიზნეს კურიერს ამეწეწა ნერვი
)
19:30-სერიალი "ბიჭები და გოგონები" 1 სერია
20:00-მზერა ვრცელი გამოშვება
21:00-სერიალი "დორა" 1 სერია
22:00-გადაცემა "ტაბუ"
23:00-სერიალი "ასა"
23:20-სერიალი "კაპიტანი როკა" 1 სერია
00:20-მხ. ფილმი "დიდი რბოლა" (U)
02:30-მხ. ფილმი "ყუთი" (15)
იუმორისტული ტელესერიალი "გოგოები და ბიჭები"
ტელესერიალი მხიარულად მოგვითხრობს თანამედროვე ახალგაზრდების ცხოვრებაზე, მათ მიზნებზე, გეგმებზე, პრობლემებზე და ა.შ.
სერიალში მონაწილეობენ მაყურებლისთვის ნაცნობი სახეები: ჩელე, შონზო, დრუპი, ანი გიუნტერი, სალომე შარვაძე, ასევე დამწყები მსახიობები.
სერიალის გადაღება მიმდინარეობს პავილიონში, შვიდ სხვადასხვა ლოკაციაში - ახალდაქორწინებულთა სახლის მისაღებ ოთახში, სამზარეულოში, მთავარი გმირის ოთახში, კაფეში, რადიოს საეთერო სტუდიაში და ქალთა სილამაზის სალონში.
ერთი სერიის ხანგრძლივობაა 25 წუთი, სერიალი ეთერში გადის ყოველდღე 19:30 სთ-ზე. შაბათ-კვირის გარდა.
კომედიური სერიალი "ასა 2"
ახალგაზრდა ცოლ-ქმარი უამრავი სოციალური პრობლემებისა და სირთულეების მიუხედავად, მყუდრო ოჯახის შექმნას ცდილობს. სერიალი აქტიურად ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოვლენებს და რეალობას მსუბუქი იუმორისტული დიალოგებით წარმოაჩენს.
დამდგმელი რეჟისორი: ლაშა ცერიაშვილი
აღმასრულებელი პროდიუსერი: მადონა ვასაძე
სცენარის ავტორები:ილია და ალექსანდრე ჯიბღაშვილები
მთავარ როლებში:
გოგოლა კალანდაძე
მალხაზ ქვრივიშვილი
ეკა კახიანი
ნანკა კალატოზიშვილი
დათუნა გოცირიძე
სერიალი ეთერში გადის ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 23:05 წთ-ზე.