რამდენადაც პოლიტიკის ფორუმზე ძალზე დიდი დაინტერესებაა პოლიტიკური წასულით - იხ თემა:
მაინტერესებს რა ხდებოდა 90-იანი წლების დასაწყისშიhttp://forum.ge/?&act=ST&f=29&t=33689987* * *
1992 წლის 29 სექტემბრის დადგენილებით, საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის სამმართველოს უფროსის,
ა.ბალუაშვილის მიერ
# 7492801 საქმეზე ზვიად გამსახურდია ბრალდებულის სახით მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში 1960 წლის რედაქციის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
* 65-ე მუხლით,
* 67-ე მუხლის პირველი ნაწილით,
* 69-ე მუხლით,
* 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით,
* 75-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
* 78-ე მუხლით,
* 79-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით,
* 961 მუხლით,
* მე-100 მუხლის მე-3 ნაწილით,
* 133-ე მუხლით,
* 104-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-6 და მე-9 პუნქტებით,
* 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით,
* 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით,
* 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით,
* 211-ე მუხლით,
* 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
* 254-ე მუხლის მე-4 ნაწილით
გათვალისწინებულ დანაშაულში.
* * *
1991 წლის თებერვალში, ზვიად გამსახურდიამ, სახელმწიფო ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გატაცების გზით,
განიზრახა პირად საკუთრებაში შეეძინა "მერსედესის" მარკის ორი ჯავშნიანი ავტომანქანა, რისთვისაც იმავე წლის მარტში მან ფინანსთა ყოფილ მინისტრთან
გურამ აბსანძესთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით გაიტაცა სამკურნალო საშუალებებისა და სამედიცინო აპარატურის შესაძენად გამოყოფილი 500 ათასი ინვალუტური მანეთი და მთავრობის სავალუტო ფონდის სხვა სახსრებიდან 223688 ინვალუტური მანეთი, რითაც 1991 წლის 20 მარტს, გერმანიაში, ქ. მაინის ფრანკფურტში ზვიად გამსახურდიას მითითებით
გურამ აბსანძის, სპორტისა და ტურიზმის მინისტრის
კახი ასათიანისა და უზენაესი საბჭოს კონსულტანტის, შემდგომში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ბორის კალანდიას მიერ ზვიად გამსახურდიასათვის შეძენილ იქნა
"მერსედეს-ბენცის" ფირმის ჯავშნიანი ორი ავტომანქანა. აქედან ერთი ავტომანქანა "მერსედეს ბენცი 500" 303-126071 ა72479 შეძენილად გაფორმდა
კახი ასათიანზე და მასში გადაიხადა 380946 ინვალუტური მანეთი, ხოლო მეორე, იგივე მოდელის ავტომანქანა 303-126031 ა36051 გაფორმდა ბორის კალანდიაზე და გადახდილ იქნა 342741 ინვალუტური მანეთი.
ზვიად გამსახურდიამ, სამსახურებრივი მდგომარება გამოიყენა რა ბოროტად,
გურამ აბსანძესთან წინასწარი შეთანხმებით, ორგანიზაცია გაუკეთა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე დიდ ოდენობით - 723688 ინვალუტურ მანეთად ღირებული ავტომანქანების კონტრაბანდის გზით უკანონოდ გადმოტანას და, მისი უკანონო მითითებით, სარფის საბაჟოში არ მომხდარა მანქანების საზღვარზე შემოსვლის დოკუმენტაციის გაფორმება.
მას შემდეგ, რაც გატაცებული სახელმწიფო სახსრებით შეძენილი
ავტომანქანები მიითვისა და იყენებდა პირადი სარგებლობისათვის, ზვიად გამსახურდიამ გადაწყვიტა ისინი გადაეფორმებინა პირად საკუთრებაში, კერძოდ, ერთი თავისი, ხოლო მეორე თავისი მეუღლის მანანა არჩვაძის სახელზე,
რაც სისრულეში ვერ მოიყვანა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
ამდენად, ზვიად გამსახურდიამ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით გაიტაცა 723688 ინვალუტური მანეთი, რითაც შეიძინა "
მერსედეს-ბენცის" ფირმის ჯავშნიანი ორი ცალი ავტომანქანა.
* * *
2004 წელი... პროკურატურის დასკვნა...
საქართველოს პრეზიდენტის პირადი უსაფრთხოებისათვის "მერსედესის" მარკის ჯავშნიანი ორი მანქანის შეძენა, თუნდაც, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, არ შეიძლება განხილული იქნეს სისხლის სამართლის დანაშაულად, მით უფრო, რომ მათი კანონსაწინააღმდეგო შეძენის თაობაზე ზვიად გამსახურდიას კანონსაწინააღმდეგო განკარგულების გაცემის ფაქტი გამოძიების მიერ დადგენილი არ ყოფილა და ბრალდება ამ ნაწილში ეფუძნება მხოლოდ ვარაუდებს და არა მტკიცებულებებით გამყარებულ გარემოებებს. This post has been edited by ბპგ on 17 Nov 2006, 08:02