#4146257 · 12 Nov 2006, 18:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაშინდელ რუსეთის იმპერიაში
(1830-1860) მუშაობდა მასწავლებლად და ეთნოგრაფად
1959-60 ჟურნალმა 'ცისკარმა" გამოაქვეყნა "სურამის ციხე", პირველი წიგნი სადაც მთელი სისასტკით დაგმობილი იყო რუსეთის მაშინდელ იმპერიაში არსებული მონათმფლობელობის სისტემა.
"სურამის ციხე" 2 ჯერ იქნა ეკრანიზირებული, ორივეჯერ დიდი წარმატებით. ამ მხრივ მხოლოდ "არსენას ლექსი" და "სამანიშვილის დედინაცვალი" თუ შეედრება.
სურამი ციხე (1859-60)
(ნაწყვეტები)
ამ ზაფხულის, იმ საშინელ სიცხეში, როდესაც ქალაქში მცხოვრებნი ეძებდნენ სიგრილეს ქალაქის გარეთ, აქ რამდენიმე ყმაწვილს, რომელთა რიცხვში ერია თქვენი უმორჩილესი მოსამსახურე, დადვეს პირობა მთელ ზაფხულს, ყოველ საღამოს, შეყრა რიყეზე, ანჩისხატის ჩასწვრივ და იქ დროების გატარება კარგა შუაღამემდის. იმ პირობაში, სხვათაშორის, იყო ერთი მუხლი, რომლითაც მორიგე პირს უნდა ეთქვა ერთი მოთხრობა, ანუ ანდაზა ანუ სხვა რაიმე ჩვენი საქართველოს ცხოვრებიდან.
იყო ერთი იმ მშვენიერ საღამოთაგანი, რომლითაც სიცხის გარდა, ისე მდიდარია ჩვენი საქართველო. ყმაწვილებმა ის იყო იბანეს და ზოგი ჩაის მიირთმევდა, ზოგი იცვამდა, ზოგი შემოხვეოდა და ყურს უგდებდა დ.ბ., რომელსაც მუხლზე ედო თარი, უკრავდა და დაბალის ხმით დაჰღიღინებდა. შემდგომ რამდენიმე ხნისა, როდესაც ყველამ მიირთვა ჩაი და ბიჭები შეუდგნენ ვახშმის მზადებას, ყმაწვილებს მოაგონდათ, რომ მორიგეს ჯერ არ აესრულებინა თავისი რიგი. მოიკითხეს მორიგე, გამოჩნდა, რომ რიგი გათავებულიყო. სთხოვეს ერთს, სთხოვეს მეორეს, მაგრამ არავინ არ მიიღო თავზე ეს ვალდებულება. მივარდა საქმე წილის ყრაზე, ერთი ჩვენგანი წამოდგა და თქვა: იწილო, ბიწილო, შროშანო... და სხვ. და დააბოლოვა ნიკო-ზე.
....
ამბობენ, ვითომ იმ ადგილს, საცა დატანებული იყო საწყალი ზურაბი, სურამის ციხე არის ნოტიო და ცრემლივით ჩამოდის წვეთი და თითქმის აქამდის, მთვარიან ღამეში გამოდიოდა ერთი თმაგაშლილი დედაკაცი შავი ტანისამოსითა და ტირილით მოსძახდა:
სურამისა ციხე,
სურვილითა გნახე,
ჩემი ზურაბ მანდ არის,
კარგად შემინახე!
This post has been edited by highway on 12 Nov 2006, 18:19
|