enrihttps://www.digitalocean.com/community/tuto...on-digitaloceanდამატებითი IP მისამართია, რომელიც არის უფრო მოქნილი და შეგიძლია სწრაფად გადაამისამართო სხვადასხვა სერვერებზე.
შენს შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს 46.101.153.198-ს გაუწერ DNS-ში თუ 138.68.124.156-ს.... ორივე ერთი და იგივე სერვერს დაუკავშირდება.
განსხვავება არის ის რომ შეგძილია 138.68.124.156 IP გადაამისამართო სხვა სერვერზე ძალიან სწრაფად, მაგრამ 46.101.153.198 ყოველთვის ამ კონკრეტულ სერვერზე იქნება მიბმული.
მაგალითად გაქვს მცირე ზომის სერვერი რომლის IP მისამართია 46.101.153.198 და ეს სერვერი სრულიად აკმაყოფილებს შენი საიტის მცირე ტრეფიკს... შესაბამისად DNS-ზე გაქვს გაწერილი ეს IP და ყველაფერი კარგად მუშაობს სანამ მაგალითად DDoS შეტევა არ მოხდება მასზე ან მოულოდნელად გაგეზრდება ვიზიტორების რაოდენობა. ასეთ შემთხვევაში გჭირდება რომ აიღო ახალი ძლიერი სერვერი, რა შემთხვევაშიც მოგენიჭება ახალი IP და მოგიწევს DNS-ში ამ ახალი IP-ს გაწერა რისი გლობალურად განახლება საკმაოდ დიდ დროს წაიღებს. ანუ ზოგი იუზერისთვის შეიძლება 24 საათი შენი სერვერი მიუწვდომელი იყოს სანამ პროვაიდერი ან მისი კომპიუტერი ან განაახლებს DNS ქეშს კონკრეტული დომენისთვის.
ეხლა წარმოიდგინე რომ გაქვს Floating IP გაწერილი DNS-ზე, სერვერის გარე IP-ს ნაცვლად... როდესაც ახორციელებ სერვერის შეცვლას, DNS ჩანაწერებს არ ეხები, IP ისევ ის დარჩება რაც გქონდა, უბრალოდ კონტროლ პანელიდან გაუწერ რომ ეს IP სხვა სერვერზე გადამისამართდეს, შესაბამისად სერვერის ცვლილების დროს არანაირი ჩავარდნა არ გექნება და მომხმარებლები უმტკივნეულოდ გადავლენ ახალ სერვერზე.
IPv6-ს რაც შეეხება იგივეა რაც IPv4 ოღონდ დიდი რეინჯი აქვს. შეგიძლია ესეც გაუწერო შენს DNS-ში (თუ დომენ მენეჯერს აქვს IPv6 მხარდაჭერა) იმ კომპიუტერებისთვის რომლებსაც მხოლოდ IPv6-ზე აქვთ წვდომა. მაგრამ შეგიძლია ყურადღება არ მიაქციო მაგას, კიდევ რამოდენიმე წელი არ დაგჭირდება ამის გამოყენება და არსებული საიტების უდიდესი ნაწილს მარტო IPv4 მხარდაჭერა აქვს.
This post has been edited by web_nts on 1 Sep 2016, 16:51