The Undercover Manეს ჯგუფი ჩემთვის უცნობი გამოდგა, არადა სასტავი არის გადასარევი - ჰაიზმანი არის კოლიზეუმის სული და გული და ერთადერთი უცვლელი წევრი

, ალან ჰოლდსუორთი არის საოცარი ჯგუფებგამოვლილი ადამიანი - GONG, SOFT MACHINE, U.K., მაგარი სოლო კარიერა.... (შეიძლება გამომრჩა რამე პროექტი) და ბოლოს მარკ კლარკი, იმავე კოლიზეუმის ბასისტი, თანაც კარგი ბასისტი... ასე რომ დიდი ინტერესით გადმოვწერ ხვალ ამ ალბომს და მოვისმენ...
* * *
The Undercover Manპირველი ალბომი მოვისმინე და აჰა შთაბეჭდილებები:
უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ რომ არა ბოლო ნომერი, საერთოდ არ იქნებოდა ეს ალბომი ჩემს მიერ განხილვის საგანი... ამიტომაც ბოლო ნომრითვე დავიწყებ

, მართალი გითხრა არც ვიცოდი ჰოლდსუორთი ვიოლინოზეც თუ უკრავდა, ყოველშემთხვევაში სხვა ჯგუფებში არ უცდია მგონი და ეს მხოლოდ სამწუხაროა, საერთოდ ეს ჯგუფი არის აიზმანის გაჩალიჩებული, როდესაც კოლიზეუმი დაიშალა სწორედ მან მოკიდა ხელი ბასისტ კლარკს და შექმნა ტემპესტი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ალანის გარეშე ეს ალბომი იქნებოდა ალბათ დიიიდი
0. ვოკალი არ მომეწონა, ასეთ ხმას ვერ ვიტან. ნუ არანჟირებაც დიდი ვერაფერი, ერთადერთი რაც კაია ესაა გიტარის სოლო პარტიები

...
ახლა რომ გადავხედე მეორე ალბომის ინფოს და ვნახე, რომ ჰოლდსუორთი აღარ იღებს მონაწილეობას, საერთოდ გამიქრა სურვილი იმ მეორე ალბომის მოსმენის... ასე რომ ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებ!