ჩვენ სამნი წავედით

ერთი გიდი გვყავდა ვინც უკვე ბევრჯერ არის ნამყოფი მაგ მთაზე, ხოლო დანარჩენი ორნი ასე თუ ისე სამთო ლაშქრობებს გაცნობილნი. პირადად მე მეტეოზე ადრე კი ვიყავი ნამყოფი
აღჭურვილობის ნაწილი თბილისში დავიქირავე ნაცნობთან (ყაზბეგში უფრო ძვირი ღირს), ნაწილი ვიყიდე.
საერთოდ, ხარჯები თავიდან მეგონა რომ 1200 ლარი გამოვიდოდა, მაგრამ გაცილებით მეტი ყოფილა საჭირო
გერგეტის სამებიდან ბარგი ცხენებით ავიტანეთ მეტეოზე და ჩვენ თვითონ ფეხით ავედით. მეგონა იოლად ავიდოდი, მაგრამ სწორედ ეგ „ბოღმა“ რაღაც ძალიან რთული ყოფილა, მეტწილად ძალიან ძლიერი ქარის გამო. ასეთი ძლიერი ქარი არასოდეს გამომიცდია, თუმცა მთებში ბევრჯერ მივლია საერთოდ
ხოლო მეტეოსადგურმა ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ახალია ასაშენებელი აშკარად

ვინც არ იცის - ძველი შენობაა, საკმაოდ მოუწესრიგებელი და უსახური.
მეორე და მესამე დღეს პატარ-პატარა გასვლები გვქონდა იქვე ახლოს და მეოთხე დღეს გეგმით უნდა ავსულიყავით მწვერვალზე (კლასიკური, ყველაზე იოლი მარშრუტით). მგონი 80 ადამიანმა დააპირა გასვლა, მაგრამ ძლიერი ქარის გამო ზოგი ეგრევე შებრუნდა მეტეოზე, ხოლო ზოგი შუა გზიდან

რაკი ამინდის პროგნოზით ასეთი ქარიანი დღეები კიდევ შენარჩუნდებოდა და ამიტომ თბილისში დავბრუნდით
ტუალეტებია საზიზღარი!