#3997271 · 20 Oct 2006, 20:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა ეჩქარება? წინ 1 იანვარია. ამ დღეს ის ცხინვალში აპირებს შესვლას. რაც ბევრად უფრო ძნელი იქნება, ვიდრე ყურძნის ჩაბარება. მისი გუშინდელი განცხადების შემდეგ ყურძნის ჩაბარებას ალბათ არანაირი პრობლემები არ მოჰყვება. და ალბათ არც ფასს გააპროტესტებს ვინმე.
თავდაცვის მინისტრი კახეთის შუაგულიდან ყველა ამრევს აფრთხილებს, თავი შეიკავონ ჯანყისაგან.
- არის სხვადასხვა ინფორმაციები, რომ თითქოს ხელოვნურად ხდება ყურძნის ფასის დაგდება. ეს არასწორი ინფორმაციაა. კახეთში არის რამდენიმე ღვინის ქარხანა, სადაც უპრობლემოდ შეგიძლიათ ჩააბაროთ ყურძენი. თუ ვინმეს უნდა ყურძენში ორმაგი ფასი აიღოს, რომლისგანაც უვარგის ღვინოს მივიღებთ, არ გამოვა. ამ ღვინოს არც ერთი ნორმალური ქვეყანა არ მიიღებს, ამიტომაც ნურავინ მოითხოვს ფასის ხელოვნურად გაზრდას, - მიმართა გურჯაანიდან კახელ გლეხებს რთველის გენერალმა.
მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ღვინის სექტორში პრობლემები მოგვარდეს.
- დღეს ჩვენი ქვეყანა არის სრულყოფილი სახელმწიფო. ჩვენ ვერავისგან მივიღებთ შანტაჟს. ჩვენ არ დავუშვებთ, ფასით უკმაყოფილოებმა აქციები და პიკეტები მოაწყონ. არ დავუშვებთ გზების გადაკეტვას. ჩვენ ყველა ზომას და ძალას გამოვიყენებთ ამის აღსაკვეთად. გატარდება შესაბამისი ზონები და ყველა ეს ადამიანი მიიღებს საკადრის პასუხს. და ისე ნუ იზამთ, რომ ორი წლის განმავლობაში ყურძნის მოსავლიდან აღებული თანხა "პერედაჩებში" დახარჯოთ. გარწმუნებთ, ეს თანხა არ გეყოფათ, - გააფრთხილა ჯანყის მსურველები თავდაცვის მინისტრმა.
"ახალი თაობა"
|