ზუსტად 3 თვის წინ დავიწყე დოკუმენტურ ფილმზ მუშაობა რომელიც ასახავს სტივ ჯობსის და მისი კომპანიის ისტორიას. სცენარი მთლიანად ჩემი შედგენილია, მონტაჟში მომეხმარა ჩემი თანამშრომელი გიორგი ცუცქირიძე. არ დახარჯულა არავითარი ფინანსები, მთლიანად ენთუზიაზმსა და კეთილ ნებაზეა დაფუძნებული რომ ქართველმა აუდიტორიამ უფრო მეტი იცოდეს ამ ადამიანის შესახებ. რაც შეეხება რესურსებს, მთლიანად გამოყენებული მაქვს სხვადასხვა დოკუმენტური ფილმებიდან, ვიდეოებიდან, კომპანიის კომერციული ვიდეოებიდან, სტივ ჯობსის ქინოუთებიდან და ა.შ.
ფილმის პრემიერა 24 თებერვალს, სტივ ჯობსის დაბადებისდღეს შედგა, კინოთეატრ რუსთაველში. ფილმის ჩვენება დახურული იყო და დასწრება მხოლოდ
მოსაწვევებით შეიძლებოდა. ახლა კი უფასოდ შეეძლება ნახოს ყველა მსურველმა საკუთარ კომპიუტერში. იმედი მაქვს მოგეწონებატ ეს ნაშრომი, რადგან ვაპირებ გავაგრძელო ასეთი დოკუმენტური ფილმების კეთება სხვადასხვა მსოფლიო ლიდერებზე და ცნობილ ადამიანებზე და ეს ჩემთვის დამატებიტი მოტივაცია იქნება.

ესეც ფილმი:
Youtubeესეც ჩემი მეილი, ყოველი შემთხვევისათვის. mamuka@kavtelishvili.com
სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!
some people aren't used to an environment where excellence is expected.